დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა მოცულობის ნავთობი მოიპოვა საქართველომ 2023 წელს

რა მოცულობის ნავთობი მოიპოვა საქართველომ 2023 წელს

16-12-2024 11:37:00

2023 წლის განმავლობაში ქვეყანაში მოპოვებულია 38.9 ათასი ტონა ნედლი ნავთობი (2022 წელთან შედარებით 6.3 პროცენტით მეტი), 148.0 ათასი ტონა ქვანახშირი (წინა წელთან შედარებით 1.2 პროცენტით მეტი) და 16.4 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზი (წინა წელთან შედარებით 12.3 პროცენტით მეტი).

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, შეშის წარმოება უმნიშვნელოდ 0.1 პროცენტით გაიზარდა და 1 114.5 ათასი მ3 შეადგინა.

2023 წლის წარმოების სტრუქტურაში უდიდესი წილი (77.7 პროცენტი) მოდის ელექტროენერგიაზე. მეორე ადგილს იკავებს ბიოსაწვავი და ნარჩენებისგან წარმოებული ენერგია (13.1 პროცენტი), რომელიც ძირითადად წარმოდგენილია შეშის სახით, ხოლო დანარჩენი სახეობის ენერგორესურსები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით ხასიათდება.

2023 წლის მონაცემებით, ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის მოცულობამ შეადგინა 3 368.8 მილიონი მ3 (წინა წელთან შედარებით 0.2 პროცენტით მეტი), ხოლო ბუნებრივი გაზის საბოლოო მოხმარებამ ამავე პერიოდში 2 516.3 მილიონი მ3 შეადგინა, რაც 0.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე. 2022 წელთან შედარებით ბუნებრივი გაზის მოხმარება შემცირდა საგზაო ტრანსპორტში და მრეწველობის ცალკეულ დარგებში.

შინამეურნეობების სექტორში ბუნებრივი გაზის მოცულობა გაიზარდა უმნიშვნელოდ, 0.4 პროცენტით. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2023 წელს ქვეყანაში მოხმარებულია 1 455.8 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი (წინა წელთან შედარებით 5.8 პროცენტით მეტი). ენერგორესურსების მოხმარების სტრუქტურაში 42.0 პროცენტი მოდის ბუნებრივ გაზზე.

შედარებით მაღალი წილით ხასიათდება აგრეთვე ნავთობპროდუქტები (29.0 პროცენტი) და ელექტროენერგია (20.5 პროცენტი). წლის განმავლობაში მოხმარებული ენერგიის 4.0 პროცენტს შეადგენს ქვანახშირი, ხოლო დარჩენილი 4.5 პროცენტი მოდის ბიოსაწვავზე, გეოთერმულ და მზის ენერგიაზე.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები