დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა იცვლება ლატარიების, აზარტული თამაშობების ოპერატორებისა და ტოტალიზატორების საქმიანობის წესში

რა იცვლება ლატარიების, აზარტული თამაშობების ოპერატორებისა და ტოტალიზატორების საქმიანობის წესში

27-06-2024 16:00:00

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და  74 ხმით მხარი დაუჭირა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს.

საკითხი სხდომაზე კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ წარადგინა.

პროექტი აწესრიგებს  სანებართვო საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს და უზრუნველყოფს სანებართვო პირობების დაზუსტებას.

ზუსტდება ნებართვების მფლობელთათვის ინტერნეტდომენებისა და ვებგვერდის ოდენობა და მათი ოპერირების წესი. ამასთან, მათ დაემატათ ვალდებულება საქართველოს ტერიტორიიდან თამაშების მართვა-ორგანიზებასთან მიმართებით და ასევე, სასერვერო ინფრასტრუქტურის საქართველოს ტერიტორიაზე განთავსების ნაწილში.

პროექტით, ასევე განისაზღვრება ახალი დასაბეგრი ბაზა და იცვლება გადასახადის განაკვეთები სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორ პირთათვის და შესაბამის თამაშობებში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირთათვის.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები