დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ღირს ტური ზანზიბარში

რა ღირს ტური ზანზიბარში

09-07-2023 15:00:11

ზანზიბარში 6 დღიანი ტურის ფასი სექტემბერში 3770 ლარია. როგორც Voyager 365-ის მიერ გამოქვეყნებულ შეთავაზებაშია აღნიშნული, აღნიშნული ფასი მოიცავს 4 ვარსკვლავიან სასტუმროში განთავსებას, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს შემთხვევაში კი ფასი 4850 ლარია.(ფასი მოცემულია ერთ ადამიანზე ორადგილიან ნომერში)

ღირებულებაში შედის: ავიაბილეთები თბილისიდან, სასტუმროში განთავსება,  სამოგზაურო დაზღვევა,  საუზმე, ორმხრივი ტრანსფერი, სავიზო მოსაკრებელი.

ზანზიბარი, აღმოსავლეთ აფრიკაში ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკის ნახევრადავტონომიური ნაწილია. ქვეყანა მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში მატერიკიდან 25-30 კმ-ში და ზანზიბარის არქიპელაგისგან შედგება. ავტონომიის ტერიტორიაში შედის არქიპელაგში არსებული ორი მოზრდილი (ზანზიბარი და პემბა) და მრავალი მცირე ზომის კუნძული.

ვინაიდან კუნძული ეკვატორზეა, მთელი წლის განმავლობაში ის დაახლოებით +30-ია. ტემპერატურის სხვაობა მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე გრადუსია.

ყველაზე ცივ თვეშიც კი საშუალო დღიური ტემპერატურა +25-ზე არ ჩამოდის. წვიმიანი სეზონი: აპრილი-მაისი. წლიდან წლამდე განსხვავებულია. კუნძულზე ტურისტები წვიმიან სეზონზეც არიან,თუმცა ყველა დანარჩენ თვეებში ზანზიბარში დასვენება სიამოვნებაა.ზანზიბარის სანაპიროსთან ოკეანეში წყალი მთელი წლის განმავლობაში 25 გრადუსზე მაღლა დგას.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები