საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებმა სხვადასხვა სტარტაპ ეკოსისტემის მოთამაშეებსა და სერვის პროვაიდერებს პარტნიორობის განახლებული პირობები გააცნეს.
ღონისძიების პირველ ნაწილში წარმოდგენილი იყო GITA -ს 2023 წლის გეგმები, აქტივობები და პროგრამები, რომელში ჩართულობის საშუალებაც აქვთ მოწვეულ სტუმრებს.
აქვე აუდიტორიამ დეტალური ინფორმაცია მოისმინა კერძო სექტორის ფინანსური მხარდაჭერის ახალი სტრუქტურისა და წლის განმავლობაში გამოცხადებული კონკურსების შესახებ.
პრეზენტაციის შემდგომ გაიმართა კითხვა-პასუხის სესია და პანელური დისკუსია, რომელშიც გასული წლის წარმატებული პროექტებისა და აქტივობების ორგანიზატორებმა თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს დამსწრე საზოგადოებასა და მიმდინარე წლის პოტენციურ პარტნიორ ორგანიზაციებს.
„აღნიშნული აქტივობა ხელს შეუწყობს ინოვაციების ეკოსისტემის ლიდერების უფრო კოორდინირებულ და მჭიდრო ურთიერთობას“, - აცხადებენ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში.
უახლესი
19 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა