დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა გამოწვევების წინაშეა განათლების სექტორი და როგორია სახელმწიფო დაფინანსება | გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

რა გამოწვევების წინაშეა განათლების სექტორი და როგორია სახელმწიფო დაფინანსება | გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

14-06-2024 12:00:00

„იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა კომპანია „თეგეტას“საერთაშორისო წარმატებები მიმოიხილა. რუბრიკის მეორე თემა კი განათლების სექტორში არსებული ვითარება და დარგის წინაშე არსებული გამოწვევები იყო.

„კომპანია „თეგეტას“ შესახებ საინტერესო ინფორმაციით ვიწყებ დღევანდელ გადაცემას. BBC საუბრობს ქართული კომპანიის შესახებ. „გაიცანი კომპანია, რომელმაც საქართველო საავტომობილო რუკაზე მონიშნა“ ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას BBC-ის საკულტო გადაცემა TOP GEAR-ის საავტომობილო ჟურნალი „თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ. საერთაშორისო მედია ქართული კომპანიის 30 წლიან ისტორიაზე წერს, რომელიც ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მაღაზიით დაიწყო და მულტიფუნქციურ საავტომობილო ეკოსისტემად ჩამოყალიბდა. სტატიაში ნათქვამია, რომ „თეგეტა“ ქმნის ისეთ საავტომობილო ინფრასტრუქტურას, რომელსაც იშვიათად შეხვდებით არა მარტო პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, არამედ ევროპაში. რამაც კომპანიას არაერთი აღიარება მოუტანა.

ავტორიტეტულ ჟურნალში ვკითხულობთ, რომ „თეგეტამ“ პირველმა დანერგა პორშეს ახალი კონცეფცია რეგიონში და გასულ წელს გახსნა ახალი კონცეპტუალური შოურუმი, რომელიც VOLVO-ს სამშობლოში წარმოდგენილის ანალოგია. „თეგეტა“ ასევე აშენებს ვიპ კონცეფციის სერვისცენტრს რეგიონის სხვა ქვეყნებში. „დიდი ბრენდების შეხვედრის ადგილი“, - TOP GEAR-მა ასევე ვაკეში „თეგეტას“ ახალი მულტიფუნქციური კონცეფციის საავტომობილო კომპლექსის გახსნის ღონისძიება შეაფასა, რომელსაც კომპანიის პარტნიორები მთელი მსოფლიოდან ესწრებოდნენ. მათ შორის იყო Shell-ი, Motul-ი, Bridgestone. სტატიაში „თეგეტა“ გერმანულ ბრენდ MAN-თან და ბრიტანულ GSB-თან პარტნიორობის შესახებ წერს. ბრიტანული ჟურნალი ქართული კომპანიის ამბიციურ მწვანე გეგმებზეც წერს და აღნიშნავს, რომ კომპანიას ეკოლოგიური ტრანსპორტის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს და შთამბეჭდავია „თეგეტას“ საერთაშორისო აღიარება და წარმატება“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

რაც შეეხება განათლების სექტორს, „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა სტატისტიკა წარმოადგინა და ამ მიმართულებით არსებული ვითარება მიმოიხილა.

გიორგი აბაშიშვილის რუბრიკის ფოკუსში, რამდენიმე საკითხი მოექცა:

„ყურადღებას გავამახვილებ კვლევაზე, რომელიც საქართველოს ბიზნესასოციაციის ეგიდით ჩატარდა. სადაც ვხედავთ ბიზნესსექტორის მოთხოვნებს, სადაც გამახვილებულია ყურადღება სპეციალისტებისა და სამუშაო ძალის ნაკლებობაზე. აქ არის საინტერესო ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში ერთის მხრივ გამოწვევაა უმუშევრობა, მეორეს მხრივ ვხედავთ რომ სამუშაო ძალის დეფიციტია. ეს არის ვითარება, რომელიც უნდა გამოსწორდეს, მაგრამ წლებია განათლების სისტემაში პროფესიულ სექტორს არ ექცეოდა ყურადღება, არ იყო დაფინანსება, არსებულ ვითარებასთან შედარებით“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

საინტერესოა, ვნახოთ ხელფასების დინამიკა განათლების სექტორში, თუ დავაკვირდებით დინამიკას, 2012 წელთან შედარებით 2023 წლის მეოთხე კვარტალში სამჯერ და მეტად არის გაზრდილი ხელფასი. ამის შემდგომ დარგში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა.

„საინტერესო ტენდენცია, რომ შევადაროთ ჩვენ მეზობელ ქვეყნებში არსებული ვითარება. კერძოდ, Galt & Taggart-ის კვლევა აჩვენებს საქართველოსა და სომხეთში არსებულ ვითარებას, რომელიც წლიდან წლამდე იცვლებოდა. თუ 2019 წელს სომხეთში იყო უკეთესი ვითარება (ხელფასი სომხეთში $253, საქართველოში $231) ჩვენ ვხედავთ, 2023 წელს საქართველოში($405) ხელფასი განათლების სექტორში უკვე უსწრებს სომხეთს ($378)“, - აღნიშნა აბაშიშვილმა. ასევე საინტერესოა, შევხედოთ უცხოელი სტუდენტების მიერ საქართველოში გაწეულ დანახარჯებს. „არის მოსაზრება, რომ უცხოელი სტუდენტები საქართველოში მხოლოდ სწავლის საფასურს იხდიან, თუმცა რეალური ვითარება აჩვენებს, რომ გარდა განათლებაზე გაწეული დანახარჯისა უცხოელ სტუდენტებს აქვთ სხვა ხარჯები, რაც ქვეყანაში ცხოვრებას უკავშირდება, რაც ქვეყნისთვის დამატებითი შემოსავალია“, - განაცხადა რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა.

რაც შეეხება საგანმანათლებლო სისტემის ბიუჯეტს, 2023 წელს ₾2,07 მილიარდი შეადგინა, ხოლო 2024 წელს ₾2,51 მილიარდი. ფაქტობრივად 500 მილიონის ფარგლებშია განსხვავება. თუ შევადარებთ სახელფასო ზრდას, 10 წლის განმავლობაში არის 300%-იანი მატება. რაზე აისახა დაფინანსების ზრდა - + 500 ლარი მასწავლებლების ხელფასები, +150 ლარი სტიპენდია, 2500 სტიპენდიის მიმღები სტუდენტი, ₾5,8 მილიონი საზღვარგარეთ განათლების დაფინანსება. $4,2 მილიონი.

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის სექტემბრიდან 3000-მდე კურსდამთავრებულს საშუალება ექნებათ სახელმწიფო სტრუქტურებში გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება. რაც ყოველთვის მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ კურსდამთავრებულებმა მიიღონ პროფესიული კვალიფიკაცია და ამავდროულად მიიღონ ანაზღაურება, რაც დასაქმების კომპონენტს შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები