წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად სხვადასხვა საქონელი და მომსახურება გაძვირდა.
როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2023 წლის დეკემბერში 2022 წლის დეკემბერთან შედარებით ყველაზე მეტად, სხვადასხვა საქონელი და მომსახურება გაძვირდა. საუბარია ფასების 10.1%-იან ზრდაზე, რაც 0.53 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (26.3 პროცენტი), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (6.1 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (5.7 პროცენტი);
საქსტატის ინფორმაციითვე, ასევე მნიშვნელოვნად, 6,4%-ით გაიზარდა სასტუმროების, კაფეების და რესტორნების ფასები. აღნიშნული ჯგუფის წილი მთლიან ინფლაციაში 0.20%-ია.
შემდეგ მოდის ტრანსპორტი, სადაც ფასები გაიზარდა 5.1 პროცენტით გაიზარდა, რაც 0.65 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (7.8 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (6.0 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.7 პროცენტი);
ფასების 3,6%-იანი ზრდა ფიქსირდება განათლების მიმართულებით, რომლის წილიც წლიურ ინფლაციაში 0.16%-ია.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.7 პროცენტიანი კლება, რაც -0.92 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-19.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-9.8 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-8.0 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-3.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-3.1 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (17.3 პროცენტი), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (5.6 პროცენტი), მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე (3.3 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 2,3 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0.24 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
უახლესი