დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა გაძვირდა და რა გაიაფდა - თებერვლის სტატისტიკა 

რა გაძვირდა და რა გაიაფდა - თებერვლის სტატისტიკა 

04-03-2025 13:44:00

წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად კომბოსტოს ფასმა მოიმატა, ხოლო ყველაზე მეტად საზამთრო გაიაფდა. 

როგორც საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა, 2025 წლის თებერვალში 2024 წლის თებერვალთან შედარებით კომბოსტო 73,11%-ით გაძვირდა, ხოლო საზამთრო 18,14%-ით გაიაფდა.

გთავაზობთ 5 საკვები პროდუქტის ჩამონათვალს, რომლებიც წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად გაძვირდა

  • კომბოსტო - 73,11%
  • მწვანილი - 45,84%
  • კივი - 45,36%
  • მანდარინი - 25,86%
  • ნიორი - 23,55%

5 საკვები პროდუქტი, რომლებიც წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად გაიაფდა:

  • საზამთრო - 18,14%
  • სიმინდის ფქვილი -12,89%
  • კარტოფილი - 10,93%
  • ატამი - 10,9%
  • ვაშლი - 9,69%

2025 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.4 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 2.0 პროცენტით განისაზღვრა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები