ცოტა ხნის წინ Global Finance-მა 2024 წლის საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოს ფარგლებში გამარჯვებულები გამოავლინა, რომელთა შორის საქართველოს ბანკი საუკეთესოდ 45 კატეგორიაში დასახელდა. Global Finance-ის მრავალ სხვა ჯილდოსთან ერთად, საქართველოში ყველაზე ინოვაციური და ტრანსფორმაციული ბანკის ტიტული სწორედ საქართველოს ბანკმა მოიპოვა როგორც ბიზნესის, ისე სამომხმარებლო ციფრული ბანკის მიმართულებით.
Global Finance-ის გამარჯვებულების გამოსავლენად ფინანსურ ინსტიტუტებს ტექნოლოგიური და აუთსორსინგის მიმართულებით გლობალური ლიდერი კომპანიის, Infosys-ის, მსოფლიო დონის ჟიურის წევრები აფასებდნენ. ჟიურის წევრებმა გამარჯვებულები ციფრული მომხმარებლების მოსაზიდად შემუშავებული ძლიერი სტრატეგიის, შექმნილი ციფრული შეთავაზებების, ინიციატივების, ციფრული პროდუქტების დიზაინის, ფუნქციონალის, ციფრული მომხმარებლების რაოდენობის ზრდის მიხედვით და სხვა კრიტერიუმებით შეარჩიეს, საქართველოს ბანკმა კი საუკეთესო შედეგი 45 კატეგორიაში აჩვენა.
საქართველოს ბანკი კვლავ უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, რათა მომხმარებლებს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური სერვისები და პროდუქტები შესთავაზოს. მაგალითად, 18 წლამდე ასაკის მომხმარებლებს sCoolApp-ში ახალ-ახალი და საინტერესო შეთავაზებები მუდმივად ხვდებათ, რომლებიც საუკეთესო საბანკო გამოცდილების შექმნასთან ერთად, ცოდნის ზრდაზეც არის ორიენტირებული. ასევე, მომხმარებლების კითხვებს ჩატბოტი 24-საათიან რეჟიმში პასუხობს, სასურველი ინფორმაციის მიღება კი უკვე წამებშია შესაძლებელი. ამასთანავე, მობილბანკის თითოეული მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია დაზღვევის, ნაწილ-ნაწილ გადახდის თუ სხვა ფუნქციონალები, რომელთა გამოყენებაც ღილაკზე თითის ერთი დაჭერითაა შესაძლებელი. პარალელურად კი, ფუნქციონალები დღითიდღე იხვეწება, რათა თითოეული სერვისი თუ პროდუქტი მუდმივად განახლებადი იყოს.
ინფორმაციისთვის, Global Finance 1987 წელს დაფუძნებული საერთაშორისო გამოცემაა, რომელიც 160-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. საერთაშორისო გამოცემა მკითხველს გლობალური ფინანსური ინდუსტრიის შესახებ უახლეს ინფორმაციას, ანალიზსა და სტატისტიკას აწვდის. პუბლიკაცია მოიცავს საერთაშორისო ფინანსებთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემას, მათ შორის საბანკო საქმეს, საერთაშორისო ბაზრის განვითარებას, ინვესტიციებს, ეკონომიკურ ტენდენციებს და ასე შემდეგ. უკვე 25 წელია, რაც Global Finance მსოფლიოში საუკეთესო ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს ასახელებს და ჯილდოს გადასცემს. საქართველოს ბანკმა კი სხვადასხვა კატეგორიაში გასულ წლებშიც არაერთხელ მოიპოვა Global Finance-ის პრესტიჟული ჯილდო როგორც რეგიონის, ისე მსოფლიო მასშტაბით.
უახლესი