დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე სწრაფი კვების TOP-5 კომპანია - ვინ არიან მფლობელები

ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე სწრაფი კვების TOP-5 კომპანია - ვინ არიან მფლობელები

14-09-2024 01:00:00

საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად 2024 წლის მეორე კვარტალში ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP - 5 სწრაფი კვების კომპანია გამოიკვეთა: 

  • შპს ვ-ჯეო რესტორნები - სავაჭრო მარკა „ვენდისი“;
  • შპს თ და კ რესტორნები - სავაჭრო მარკა „მაკდონალდსი“;
  • შპს იბერია ფუდ კომპანი - სავაჭრო მარკა „ქეი ეფ სი“; 
  • შპს კიოსკ ჯორჯია - სავაჭრო მარკა „დანკინ დონატსი“; 
  • შპს ხარება - სავაჭრო მარკა „მაკშაურმა“

 (სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

ვინ არიან მფლობელები: 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, სს ვენჯორჯია „(ვენდის) დაარსდა 2011 წლის იანვარში. ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის 100%-იან მფლობელს წარმოადგენს „გლობალ ინვესტორს ლიმიტედ“. კომპანიის ბენეფიციარი მფლობელები კი არიან სამსონ ფხაკაძე (აქციების 50%-ის მფლობელი) და ლევან ფხაკაძე (აქციების 50%-ის მფლობელი)

„ვენდისმა“ საოპერაციო საქმიანობა დაიწყო 2015 წელს. „ვენჯორჯია“ წარმოადგენს სწრაფი კვების რესტორნების ქსელს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ბურგერებს, სასმელს, გაყინულ დესერტს და სხვა. კომპანია ოპერირებს „ვენდის გლობალ რესტორნისგან“ (Wendy’s Global Restaurants) მიღებული ფრანშიზის უფლებით.

შპს Iberia Food Company, რომელიც ქეიეფსის ბრენდით 2013 წლის მაისიდან ოპერირებს. კომპანიის 100% ოთარი ქათამაძე ფლობს. 

შპს ხარება მაკშაურმას ბრენდით, 2018 წლიდან ოპერირებს. კომპანის 100% რამაზ ხარებავა ფლობს. 

შპს თ და კ რესტორნები მაკდონალდსის ბრენდით 1997 წლიდან ოპერირებს. კომპანიის 90% თემურ ჭყონია ფლობს, ხოლო 10% თენგიზ კაპანაძე. 

შპს კიოსკ ჯორჯია - ბრენდ დანკინით 2020 წლიდან ოპერირებს. კომპანიის 100% გლობალ ინვესტორს ლიმიტედი ფლობს.

იგივე თემაზე: 

რომელი სწრაფი კვების ობიექტი ფლობს საქართველოში ყველაზე მეტ ობიექტს

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები