გიზიარებთ ბლოგს: ტურისტული სექტორი გლობალური ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და მზარდი მიმართულებაა. თუკი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას დავუჯერებთ, ყოველწლიურად საშუალოდ 3 მილიარდი ადამიანი მოგზაურობს და თან მათი რაოდენობა იზრდება.
ტურიზმი მოსახლეობისათვის არა მარტო დასვენების საშუალებას წარმოადგენს, არამედ ის სახელმწიფოების, ბიზნესებისა და ინვესტორებისთვის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი რესურსია. ზოგადად, ტურისტული სექტორის განვითარება გლობალური ეკონომიკის ზრდასთანაა დაკავშირებული, რადგან, როგორც წესი, რაც უფრო იმატებს ცხოვრების დონე, მით უფრო მეტად იზრდება მოთხოვნა მოგზაურობისა და დასვენების მიმართ. ანალიტიკოსების პროგნოზით, 2030 წლამდე მსოფლიოს მასშტაბით ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 20%-ით გაიზრდება, რაც ამ სექტორში წარმოდგენილ კომპანიებს მეტი შემოსავლის მიღების საშუალებას მისცემს.
ეკონომიკასთან ერთად, ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ტექნოლოგიური პროგრესი ასრულებს, რომელიც მოგზაურობის პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს. დღეს უკვე ვებგვერდებისა და აპლიკაციების დახმარებით მარტივადაა შესაძლებელი: ტრანსპორტირება, სასტუმროების დაჯავშნა, ბილეთების შეძენა, მოგზაურობის დაგეგმვა, ქალაქების შესწავლა, ნავიგაცია და უცხოენოვან მოსახლეობასთან კომუნიკაცია.
ცხადია, ამ სერვისების მიწოდების სანაცვლოდ კომპანიები დამატებით შემოსავლებს აგენერირებენ, ინვესტორები კი მოგებას იღებენ. თიბისის მობაილბანკში ტურისტულ სექტორთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პლატფორმების ფართო არჩევანია წარმოდგენილი, მათ შორისაა:
გარდა ამისა, არ უნდა გამოგვრჩეს სოციალური მედიის, ცნობილი სახეებისა და ინფლუენსერების როლი, რომლებიც ტურისტული ადგილების პოპულარიზაციას ხელს უწყობენ და თავიანთ აუდიტორიას მოგზაურობისაკენ უბიძგებენ.
როგორც წესი, საერთაშორისო მოგზაურები ქვეყნებს შორის გადაადგილებისთვის საჰაერო ტრანსპორტს იყენებენ, რაც ამ ტექნოლოგიის სისწრაფით, მოქნილობითა და ხელმისაწვდომობითაა განპირობებული. ბუნებრივია, ტურისტული ნაკადის ზრდა დადებითად აისახება ავიახაზების და თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანიების შემოსავლებზე, რომელთა უდიდესი ნაწილი საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი, მათ შორის თიბისის მობაილბანკში ხელმისაწვდომია:
ტრადიციულ ტურისტებთან ერთად, მზარდია იმ დამსვენებლების რაოდენობა, რომლებიც განტვირთვისათვის საზღვაო მოგზაურობას ირჩევენ და საკრუიზო მომსახურებით სარგებლობენ. ამ მიმართულებით ბაზარზე რამდენიმე მსხვილი მოთამაშეა წარმოდგენილი, ესენია: Royal Caribbean Cruise Line (RCL), Carnival Corporation (CCL), Viking Holdings (VIK) და Norwegian Cruise Line (NCLH).
ტურიზმით ყველაზე მეტ სარგებელს სტუმარმასპინძლობის სექტორში წარმოდგენილი დაწესებულებები, სასტუმროები, რეზორტები, სამორინეები და გასართობი ცენტრები იღებენ, ამ მიმართულებით კი ბაზარზე არაერთი მსხვილი კომპანიაა წარმოდგენილი:
გარდა ამისა, მოგზაურთა რაოდენობის ზრდა პოზიტიურად აისახება კვების ობიექტებსა და რესტორნების ქსელებზე, ამ მიმართულებით კი აუცილებლად უნდა ვახსენოთ: McDonald’s (MCD), Wendy’s (WEN), Chipotle (CMG), Starbucks (SBUX), Restaurant Brands (QSR) და Yum! Brands (YUM), რომელიც KFC-ს, Pizza Hut-სა და Taco Bell-ს აერთიანებს.
უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს მასშტაბით ტურისტული აქტივობა განსაკუთრებით მზარდია ეკონომიკური ბუმის პერიოდში, რაც იმ მარტივი მოცემულობით აიხსნება, რომ ასეთ დროს ადამიანები თავს კარგად გრძნობენ და დასვენებისათვის მეტ ფინანსურ რესურსებს გამოყოფენ. ეკონომიკურ მდგომარეობას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მოგზაურების ქცევაზეც, მაგალითად, საფონდო ბირჟის აღმასვლისა და ეკონომიკური სტაბილურობის ფონზე, მოგზაურები შედარებით უფრო ძვირად ღირებულ ადგილებს და პრემიუმ სერვისებს ირჩევენ, რადგან მათ მომავალთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვთ და ამიტომ ხარჯებს არ ერიდებიან.
ტურისტების პოზიტიური განწყობა განსაკუთრებით დადებითად აისახება მოდის ინდუსტრიაზე და ფუფუნების საგნების მწარმოებელ კომპანიებზე. საინტერესოა, რომ ზოგიერთი ტურისტული ქალაქი პირდაპირ მოდასთან და შოპინგთან ასოცირდება, ერთ-ერთი ასეთია მილანი, სადაც Louis Vuitton-ის, Dior-ის, Hermès-ის, Ralph Lauren-ის, Prada-სა თუ სხვა ბრენდების მაღაზიებს მრავლად შეხვდებით.
ზემოხსენებულ პროდუქტებსა თუ სერვისებს დამსვენებლები, უმეტესწილად, უნაღდო ანგარიშსწორებით ყიდულობენ, რაც ბანკებისა და საგადახდო პლატფორმების შემოსავლებზე დადებითად აისახება. ამ მიმართულებით ბაზარზე სამი მსხვილი მოთამაშეა წარმოდგენილი, ესენია: Visa (V), Mastercard (MA) და American Express (AXP).
მრავალფეროვნებისა და მზარდი დინამიკის მიუხედავად, გარკვეული უარყოფითი მხარეები ტურისტულ სექტორსაც აქვს. პირველ რიგში, სექტორის შემოსავლები პირდაპირაა დამოკიდებული გლობალურ გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაზე. როგორც წესი, რეცესიის, მაღალი ინფლაციის, ეკონომიკური კრიზისის, პოლიტიკური დაძაბულობის ან კონფლიქტის პირობებში ტურისტები მოგზაურობას და არასაჭირო ხარჯებს ერიდებიან, ეს კი ტურისტულ სექტორში წარმოდგენილი კომპანიების შემოსავლებზე ნეგატიურად აისახება. მაგალითად, კოვიდპანდემიის პერიოდში ტურისტული სექტორი ფაქტობრივად გაჩერდა, ინვესტორებმა კი ამით უდიდესი ზარალი მიიღეს.
გარდა ამისა, ტურისტულ ბიზნესს სეზონურობა ახასიათებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი ადგილი დამსვენებლების თითქმის 70%-ს რამდენიმე თვეში იღებს, წლის დარჩენილი დროის განმავლობაში კი ის მინიმალური დატვირთვით მუშაობს. მართალია, ამ მოცემულობასთან ინვესტორები ადაპტირდებიან და მათი ფინანსური მოლოდინები კვარტლების მიხედვით განსხვავებულია, თუმცა ვითარება რთულდება მაშინ, როცა ტურისტული სეზონი იმედებს ვერ ამართლებს, ამის მიზეზი კი არახელსაყრელი ამინდი, პოლიტიკური მოვლენები ან სხვა ნეგატიური ფაქტორები შეიძლება გახდეს.
ასევე გასათვალისწინებელია ის მოცემულობა, რომ ტურისტული სექტორი განსაკუთრებით მაღალი კონკურენციით გამოირჩევა, ამ ბაზარზე იბრძვიან არა მარტო დიდი თუ მცირე ზომის კომპანიები, არამედ სახელმწიფოები და მთავრობები, რომელთაც მეტი საერთაშორისო ტურისტის მიზიდვა სურთ.
სირთულეების მიუხედავად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტურისტული სექტორი სტაბილური ზრდის ტენდენციით გამოირჩევა და თან მრავალფეროვან საინვესტიციო შესაძლებლობებს აერთიანებს, ამიტომ არ გადადო, დააბანდე!
უახლესი
7 საათის წინ
განვითარებაზე ორიენტირებული ბრენდი ვართ - IKANI9 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა