თუკი საქართველოს ბანკის მობილბანკით ყოველდღიურად სარგებლობ, შენთვის კარგი ამბავი გვაქვს: იმსაბანკო აქტივობებში, რომლებსაც ლამის უკვე ავტომატურად ასრულებ, იქნება ეს გადახდები, გადარიცხვებითუ სხვა ოპერაციები, დაჯილდოვდები. თუ ჯერ კიდევ არ ხარ მობილბანკის მომხმარებელი, დროაგადმოწერო Android ან iOS ვერსია და ყოველდღიურობის გამარტივებასთან ერთად დასაჩუქრდე.
ჰო, ყველაფერი სწორად გაიგე — მობილბანკში ყოველდღიურობის დაჯილდოება დაიწყო!
უფრო ზუსტად რომ გითხრათ, მობილბანკის აპლიკაციაში მედლების სივრცე გამოჩნდა, რომელიც მედლებისქვეშ აერთიანებს აქტივობებს და, რა თქმა უნდა, საჩუქრებს. ეს ყველაფერი, ერთი მხრივ, სახალისოთავშესაქცევია, მეორე მხრივ კი, ბევრი სარგებლის მომტანიც: უკეთ გაიცნობ მობილბანკისშესაძლებლობებს, მიიღებ ერთჯერად საჩუქრებს, გაიუმჯობესებ სტატუსს და, ზოგადად, აპლიკაციითსარგებლობის გამოცდილებას. მედლების სივრცე ყველა ფიზიკურ პირს ავტომატურად გაუაქტიურდება დაყველას ექნება შესაძლებლობა, მობილბანკში იმ აქტივობის გამო დასაჩუქრდეს, რასაც ისედაცყოველდღიურად აკეთებს.
რა არის მედლები და როგორ უნდა მოიპოვო ისინი
მობილბანკის ახალ სივრცეში უკვე გელოდება მედლები. თითოეული მედალი შეიძლება ერთ ან რამდენიმეაქტივობას აერთიანებდეს. როცა ამ აქტივობებს ასრულებ, ჯილდოვდები მედლით და შესაბამისი საჩუქრით, რომელიც სხვადასხვა სახის შეიძლება იყოს.
თითოეული მედლისთვის შესაბამისი აქტივობა და საჩუქრები წინასწარაა განსაზღვრული. ამასთან, ყოველმომხმარებელს მობილბანკში სხვადასხვა მედალი ხვდება — იმის მიხედვით, თუ რა ინტერესები, ქცევა დაპრიორიტეტები აქვს აპლიკაციაში. მაგალითისთვის, თუკი ბარათი ჯერ კიდევ არ გაქვს, ერთ-ერთი მედლისაქტივობად შეიძლება ბარათის შეკვეთა ამოგივიდეს. აქტივობა ასევე შეიძლება იყოს ყულაბის გახსნა, თანხის გადარიცხვა ან სულაც ბარათით გადახდა.
რაც შეეხება შესასრულებელ აქტივობებს, ამის დეტალურად ნახვას მედლის გვერდის გახსნისას შეძლებ. აქვე მიადევნებ თვალს დავალებების შესრულების პროგრესს და გაიგებ, რა საჩუქარი გელოდება ბოლოშიგასვლისას. საჩუქრების ნახვასაც ამავე სივრცეში შეძლებ
აქტივობები კი, სხვათა შორის, შეიძლება გამეორდეს — ერთი და იმავე დავალების შესრულება ზოგჯერსხვადასხვა მედლის მისაღებად მოგიწევს. ამდენად, შეგიძლია ერთდროულად რამდენიმე მედლისმოპოვებაც ცადო. თუმცა, თითოეული მედლის მიღება მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი.
რა საჩუქრები იმალება მედლების უკან
მედლის მისაღებად გათვალისწინებული ყველა აქტივობის შესრულების შემდეგ, სხვადასხვაგვარ საჩუქარსმიიღებ. რასაკვირველია, წინასწარ შეგიძლია ნახო, თითოეული მედალი რა საჩუქრის შემცველია.
საჩუქრები შეიძლება მოიცავდეს PLUS და MR ქულებს, მეტი ქულების დაგროვების შესაძლებლობასგანსაზღვრული ვადით, ფასდაკლებებსა და ვაუჩერებს მაღაზიებში, ციფრული სასაჩუქრე ბარათი. ამავდროულად შეიძლება მიიღო ისეთი ტიპის საჩუქრებიც, როგორებიცაა განსხვავებული დიზაინისპრელოგინის ვიზუალი, აპლიკაციის ხატულას შეცვლა და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ ერთჯერადი საჩუქრების მედლების გარდა, მობილბანკში სტატუსის მედლებისმოპოვებასაც შეძლებ. ეს მედლები მხოლოდ საცალო მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი და მათკიდევ სხვა უპირატესობები მოჰყვება, მაგალითად, მეტი PLUS ქულის დაგროვების შესაძლებლობა ანფასდაკლება.
როგორც კი საქართველოს ბანკის მომხმარებელი ხდები, ავტომატურად გენიჭება სასტარტო სტატუსი. მერეკი, სხვადასხვა ოპერაციის შესრულების თუ საბანკო პროდუქტის გამოყენების შემდეგ, სტატუსს იმაღლებ: Bronze, Silver და Gold. თითოეული ამ სტატუსის შესაბამისი მედლის მოპოვებას ასევე შეძლებ ახალიფუნქციონალით და წინასწარ გაწერილი მისიებით. გაითვალისწინე, რომ სტატუსები აქტიურ პროდუქტებსა დატრანზაქციების რაოდენობაზეა დამოკიდებული, ამიტომ, ყოველთვიურად ახლდება — გინარჩუნდება ანგეცვლება.
ყოველდღიურობის დაჯილდოება მობილბანკში უკვე დაიწყო, ასე რომ, გადადი მედლების სივრცეში დაშეასრულე ის აქტივობები, რომლებსაც ისედაც ასრულებ ყოველდღიურად და დაჯილდოვდი. მანამდე კიდარწმუნდი, რომ აპლიკაცია შენს სმარტფონში გეგულება — გადმოწერემობილბანკი Android ან iOS მოწყობილობისთვის.
უახლესი