მივიღეთ გადაწყვეტილება - ყოფილი პოლიციელები, ჯარისკაცები, ამ ძალოვნების თანამშრომლები მიიღებენ გაზრდილ პენსიას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„დღემდე მაქსიმალური ზღვარი პენსიის იყო 560 ლარი და გაიზრდება 1000 ლარამდე. 20%-ით გაიზრდება თითოეულ ნამსახურებ წელზე გათვლილი თანხის მოცულობა. მინდა მადლიერება გამოვხატო ჩვენი ძალოვანი უწყებების მიმართ და ეს იქნება ღირსეული პენსია, რომელიც გვინდა ყოველ წელს გაიზარდოს“, - აღნიშნა პრემიერმა.
უახლესი