Bianchi – MegaStar ერთ-ერთი პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც ხელი შეუწყო ე.წ. Take away-ყავის კონცეფციის დანერგვას. კომპანიას 1000- ზე მეტ ობიექტს უწევს მომსახურებას.
როგორც ,,მეგა სთარის“ გაყიდვების დეპარტამენტში Business Insider Georgia - თან აცხადებენ, კომპანიას აქვს ყველაზე მომგებიანი შემოთავაზება სუპერ მარკეტების, ჯიხურების, ოფისებისა და სწრაფი კვების ობიექტებისთვის - შეიძინონ ,,მეგა სთარის“ ყავის მარცვლები და ობიექტზე უსასყიდლოდ განათავსონ პრემიუმ ხარისხის ყავის აპარატი.
,,ჩვენს მიერ შეთავაზებული ყავის აპარატები იტალიური, მაღალი ხარისხით გამორჩეული დანადგარებია. ტექნიკას დროებით სარგებლობაში გადავცემთ მომხმარებლებს, ამისთვის თვეში მინიმუმ 4 კილოგრამი ყავა უნდა შეიძინონ. სხვადასხვა ტიპის აპარატებია, რომლის ღირებულება 2 ათასიდან 8-10 ათასი ლარის ფარგლებშია. მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ ფიზიკურ პირებსაც, თუმცა მათთან ანალოგიური პირობები არ გვაქვს და შეუძლიათ როგორც ყავის, ასევე აპარატის შეძენა.
ყავის აპარატების დროებით სარგებლობის სერვისი მხოლოდ კომპანიებსა და სხვადასხვა კომერციული ობიექტებზე ვრცელდება. მოთხოვნა მუდმივად მზარდია, რასაც ჩვენი კომპანიის მიმართ გამოჩენილი ნდობა მოწმობს, კომპანიებს განვითარებისა და კეთილდღეობის მიღწევაში ვეხმარებით“, - აცხადებენ ,,მეგა სთარში“.
რაც შეეხება ყავას, კომპანიის მიერ შეთავაზებული პროდუქცია ჰოლანდიურია, რომლის ღირებულება 80 ლარს (1კგ. ყავა) შეადგენს.
შპს “მეგა სთარ“ 2014 წელს დაარსდა. მისი საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს ყავის მარცვლისა და აპარატების იმპორტი იტალიიდან და ჰოლანდიიდან. კომპანიაში 27 ადამიანია დასაქმებული.
უახლესი
8 საათის წინ
2025 წელს ვგეგმავთ აშშ-ის ბაზარზე შესვლას - „კერკი“