საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრების ციკლი წარმატებით დასრულდა.
პროფესიული უნარების სააგენტო, საქართველოს მასშტაბით იმ საჯარო კოლებში, სადაც საპილოტედ ხორციელდება ინტეგრირებული პროფესიული პროგრამები მუდმივ მხარდამჭერ აქტივობებს ახორციელებს, რათა სტუდენტებს მიეწოდოთ შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი პრაქტიკული ცოდნა და დასაქმების შესაძლებლობები.
საინფორმაციო შეხვედრების ციკლი, რომელიც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა, დასრულდა თბილისის 122-ე საჯარო სკოლაში გამართული ღონისძიებით. შეხვედრებმა ჯამში 1000 -ზე მეტი მოსწავლე მოიცვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, ასევე პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი ირინე მარგიშვილი და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ხათუნა ცერცვაძე.
შეხვედრების ციკლი მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენდა საჯარო სკოლებში ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით. შეხვედრების ფარგლებში, სტუდენტებს ჩაუტარდათ პროფესიული უნარების სააგენტოსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მასტერკლასები, სადაც მათ მიიღეს ინფორმაცია შრომის ბაზრის ტენდენციებზე, კარიერული განვითარების პერსპექტივებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე.
ამასთან, პროფესიული უნარების სააგენტოსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის მანამდე გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტების შრომის ბაზარზე ინტეგრაციის გაძლიერებასა და მათი კარიერული განვითარების ხელშეწყობას, ორი უწყება განაგრძობს ერთობლივ საქმიანობას, მათ შორის სხვადასხვა აქტივობებისა და ღონისძიებების ორგანიზებას, რაც სტუდენტებს დასაქმებასა და მეტი პროფესიული შესაძლებლობების შექმნაში დაეხმარებათ.
უახლესი
15 საათის წინ
sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია დაიწყო15 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა15 საათის წინ
საქართველოს ავიაბაზარის TOP 5 მოთამაშე