2024 წლის მესამე კვარტალში ბინების გაყიდვების რაოდენობა 7.3%-ით გაიზარდა პირველ კვარტალთან შედარებით, რაც ივლისში რამდენიმე მსხვილმასშტაბიანი პროექტის გაყიდვების დაწყებით იყო გამოწვეული.
აღნიშნულის შესახებ Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია აღნიშნული.
ირკვევა, რომ პროექტებში, რომელთა დამთავრებაც 2024 წლის ბოლომდეა მოსალოდნელი, ბინების მარაგის 94% გაყიდულია.
„ამასთან, იმ პროექტებში რომლებიც 2027-28 წლებში სრულდება ბინების 30%-ია გაყიდული. ამ გაყიდვების დიდი ნაწილი დეველოპერების მიერ შეთავაზებული შიდა განვადების სქემებით განხორციელდა.
2024 წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ბინების გაყიდვის ტენდენცია შეიცვალა. რუსეთის მოქალაქეების წილი გაყიდვებში 6%-დან 2%-მდე შემცირდა, ხოლო ისრაელის მოქალაქეების წილი 4%-დან 11%-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, სხვა ქვეყნების მოქალაქეების მიერ შესყიდვების მზარდი წილი მიუთითებს ბაზარზე გაზრდილ დივერსიფიკაციაზე“, - განმარტავენ Galt & Taggart-ში.
უახლესი
11 საათის წინ
sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია დაიწყო12 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა12 საათის წინ
საქართველოს ავიაბაზარის TOP 5 მოთამაშე