საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ში დონალდ ტრამპს გამარჯვება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მისი ლიდერობით ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გადაიტვირთება.
„პრეზიდენტ ტრამპს ვულოცავ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას! დარწმუნებული ვარ, რომ დონალდ ტრამპის ლიდერობა ხელს შეუწყობს გლობალურ და რეგიონულ მშვიდობას და უზრუნველყოფს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვას!“, - დაწერა კობახიძემ.
აშშ-ში 5 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. Fox News-ის წინასწარი მონაცემებით, ტრამპმა ამომრჩეველთა კოლეგიის 277 ხმა მიიღო, რაც საკმარისია, რომ ის არჩეულ პრეზიდენტად გამოცხადდეს. მისმა კონკურენტმა „დემოკრატიული“ პარტიიდან კამალა ჰარისმა ამომრჩეველთა კოლეგიის 226 ხმა მიიღო.
უახლესი
14 წუთის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა25 წუთის წინ
Cinnabon Georgia სითი მოლში მეორე ობიექტს ხსნის