საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელშიშეხვედრებს აგრძელებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმაპრემიერ-მინისტრს სამუშაო სადილზე უმასპინძლა.
შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისპროცესი იყო. მხარეებმა განიხილეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესიევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით. ლიდერებმა აღნიშნეს,რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარება ისტორიულიგადაწყვეტილებაა და ხაზი გაუსვეს, რომ წლის ბოლოს საქართველოსთვისკანდიდატის სტატუსის მინიჭებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის,მათ შორის, პოლარიზაციის დასრულების თვალსაზრისით.
საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში უსაფრთხოებისგარემოს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა დაჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებას. აქცენტი გაკეთდასაქართველოს მნიშვნელოვან როლზე რეგიონში მშვიდობისა დასტაბილურობის უზრუნველყოფისთვის.
შექმნილ ვითარებაში პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა რეგიონშიევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობა როგორც მშვიდობისა დაუსაფრთხოების ხელშეწყობის, ისე საქართველოსა და ევროკავშირს შორისშავი ზღვის რეგიონის ფარგლებში სატრანსპორტო, ენერგეტიკული დაინფრასტრუქტურული კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით.
ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს საქართველოს ევროკავშირშიგაწევრიანების პროცესის მხარდაჭერის საქმეში გაწეული პირადიძალისხმევისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერისთვისმადლობა გადაუხადა.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა