საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პოლონეთის რესპუბლიკაში დიანა ჟღენტს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა მას ელჩის პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, დიანა ჟღენტმა პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს.
დიანა ჟღენტი ნიუ-იორკში, საქართველოს გენერალური კონსულის თანამდებობას იკავებდა. ასევე, ხელმძღვანელობდა ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს.დიანა ჟღენტს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, იგი საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.
უახლესი
2 საათის წინ
როგორია მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის სტატისტიკა2 საათის წინ
ADB-ის ახალი პრეზიდენტი ჰყავს