აქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოსა და პოლონეთს არა მხოლოდ ღრმა ისტორიული კავშირები და მეგობრობის ხანგრძლივი ტრადიციები, არამედ საერთო ინტერესები და მისწრაფებებიც აერთიანებს. ამის შესახებ ილია დარჩიაშვილმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ზბიგნევ რაუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პოლონეთი განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ არჩევანს, რომელიც ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედია.
დარჩიაშვილის განცხადებით, პოლონელ კოლეგასთან შეხვედრისას, ხაზგასმული აქცენტი გაკეთდა საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, რომელიც, მინისტრის თქმით, „გაამყარებს საქართველოს უპირობო კუთვნილებას ევროპისადმი და ჩვენს ქვეყანას გზა გაუხსნის ევროკავშირის წევრობისაკენ“.
უახლესი
3 საათის წინ
„ჩირიფრუტი“ გაფართოებას გეგმავს4 საათის წინ
„გორგიაში“ 80%-მდე სააღდგომო ფასდაკლებები დაიწყო5 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7573 ლარი გახდა6 საათის წინ
რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა