დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პიცერია „პუპონე“ გაფართოებას გეგმავს

პიცერია „პუპონე“ გაფართოებას გეგმავს

14-06-2024 10:30:00

პიცერია „პუპონე“, რომელიც გორში ერთ ლოკაციაზე მდებარეობს და დავით ჩერქეზიშვილმა პირადი ინვესტიციითა და ბანკის კრედიტით გახსნა, გაფართოების გეგმას განიხილავს და პიცერიის გახსნას კიდევ ორ ლოკაციაზე განიხილავს.

„პიცერია 2021 წლის ნოემბერში გავხსენი. ბიზნესის წარმოების გამოცდილება არ მქონდა, თუმცა ეტაპობრივად ვისწავლე და დღეს „პუპონეს“ პიცაზე მოთხოვნა მზარდია“, - ამბობს მეწარმე.

დავით ჩერქეზიშვილმა „პიცერია“ საკუთარ კომერციულ ფართში გახსნა, პირველადმა ინვესტიციამ 60 ათასი ლარი შეადგინა. ამ დროისთვის „პუპონემ“ ლოკაცია შეიცვალა და „გორი მოლის“ ტერიტორიაზე განთავსდა.

„გორი მოლში შეიქმნა ახალი სივრცე, სადაც ცნობილი ბრენდები Dunkin', KFC შემოვიდნენ და ამ ბრენდების გვერდით ერთ სივრცეში მუშაობა სტანდარტს ზრდის, კომპანია უფრო მეტად ვითარდება. ხალხის ტრაფიკი უფრო მაღალია. ასორტიმენტი გავაფართოვეთ, მომხმარებელს პიცის მირთმევა ადგილზე შეუძლია“, - ამბობს „პუპონეს“ მფლობელი.

„პუპონე“ მომხმარებელს 15 სახეობის პიცას სთავაზობს. პიცერიის მიმართულება იტალიური სამზარეულოა.

„მომხმარებელს ვთავაზობთ პიცას, ყავას, ჯელატოს. ამ დროისთვის კომპანიაში 5 ადამიანია დასაქმებული. ვგეგმავთ გაფართოებას და პიცერიის გასახსნელად თბილისსა და ბაკურიანს განვიხილავთ“, - ამბობს მეწარმე.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები