დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
PAUL Georgia ახალ ფილიალს ხსნის

PAUL Georgia ახალ ფილიალს ხსნის

27-02-2025 10:39:00

საქართველოში ფრანგული PAUL ფართოვდება და მალე ახალი ფილიალს წყნეთში გახსნის. როგორც PAUL Georgia-ს სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, ფილიალია, რომელიც წყნეთში გაიხსნება რიგით მეექვსე იქნება. ობიექტის ოფიციალური გახსნა 1-ელ მარტსაა დაგეგმილი.

„ფრანგული თავგადასავალი გრძელდება PAUL-ის მეექვსე ფილიალში. შემოგვიერთდით და ისიამოვნეთ ახლად გამომცხვარი ფრანგული ფუნთუშეულით, ნამდვილი ყავის მდიდარი არომატითა და ჩვენი შეფის მიერ დამზადებული ახალი კერძებით... დაუვიწყარი დღეებისთვის, თქვენთვის შექმნილ ახალ სივრცეში.

გელოდებით!

წყნეთის გზატკეცილი, ალ. ჯავახიშვილის ქ. 5“, - აღნიშნულია PAUL Georgia-ს განცხადებაში.

PAUL- ის მიერ შემოთავაზებული ყველა პროდუქტი მზადდება იმავე მაღალი სტანდარტების შესაბამისად, რითაც ფრანგულმა პურმა მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი. 

აღსანიშნავია ისიც, რომ PAUL 1889 წლიდან ქმნის კრუასანებს ფრანგული გემოს დაუვიწყარი შეგრძნებებით.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები