პარლამენტის საფინასო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკომონიკისა და პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა დღეს, პრეზიდენტის მიერ წარდგენილ სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირეს.
მანამდე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არ გეგმავენ პრეზიდენტის მიერ კონსულტაციების გარეშე წარმოდგენილი კანდიდატების მხარდაჭერას.
პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე 16 ივნისს წარუდგინა.
გიორგი ბაქრაძე არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ეკონიმიკის მაგისტრი Georgetown University, აშშ. განვითარების ეკონომიკის მაგისტრი Williams College აშშ.
გიორგი ბაქრაძე 2010 წლიდან დღემდე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველია, ასევე არის სებ-ის მონეტარული კომიტეტის წევრი.
დიმიტრი ჯაფარიძე 2006 წლიდან არჩეულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად, ხოლო 2012 წლიდან – სრულ პროფესორად. 2008-2009 წლებში ხელმძღვანელობდა სპორტის აკადემიას, ხოლო 2009-2010 წლებში – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტებს. მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო კონფერენციაში.
მისი კვლევითი ინტერესის სფეროებია: მცირე ბიზნესი, მეწარმეობა, ტურიზმი, სტრატეგიული მართვა, განვითარების ეკონომიკა, სასოფლო განვითარება, ევროკავშირის ეკონომიკური ინტეგრაცია, გლობალური პოლიტიკურ ეკონომიკა, სამხრეთ კავკასიის ეკონომიკა და ა.შ
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრებები 10 აპრილს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა.
უახლესი
10 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება