Park Ortachala-ს მულტიფუნქციური პროექტი თბილისის ამ უბანში განთავსებულია 3422 კვ/მეტრზე. A და B ბლოკების მონოლითის სამუშაოები უკვე დასრულებულია და ბინების 75% გაყიდული,- ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერმა სოფიო მეშვილდიშვილმა განუცხადა.
კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენლის ინფორმაციით, პროექტში ბინებს ძირითადად საქართველოს, ისრაელის, უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები ყიდულობენ.
„გადახდის პირობები შიდა განვადება 6-დან 10 თვემდე. კომერციული ფართები გათვლილია B ბლოკში. ასევე ვგეგმავთ A ბლოკში საოფისე და კომერციულ ფართებს. B ბლოკის მობინადრეებს უკვე შეუძლიათ რემონტის დაწყება. პროექტის ფარგლებში გაიხსნება 24 საათიანი სამედიცინო პუნქტი, გარე აუზი, ველობილიკები და გასართობი ზონა“, - ამბობს სოფიო მეშვილდიშვილი.
რაც შეეხება პროექტის კონკურენტულ უპირატესობას, Park Ortachala-ს აქვს არაჩვეულებრივი ხედები მტკვარზე.
„მომხმარებელს ვთავაზობთ 51-დან 101 მ2-ის ბინები თეთრი კარკასის მდგომარეობაში. პროექტს ახორციელებს აზერბაიჯანული კომპანია „ირბისი“. ინვესტიცია $10 მილიონია. პროექტი სრულად დასრულება 2024 წლის ბოლოს, 1 კვადრატულის ღირებულება $1300-დან იწყება“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
უახლესი
8 საათის წინ
განვითარებაზე ორიენტირებული ბრენდი ვართ - IKANI9 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა