ახალი შესული ვართ მენეჯმენტში და ზამთრის სეზონზე კვადრო ტურებს დამატებას ვგეგმავთ,- ამის შესახებ Business Insider Georgia-ს Park Hotel Surami Chalet & Restaurant-ის ერთ-ერთი დირექტორმა ირაკლი გოგლიჩიძემ განუცხადა.
„ასევე ვგეგმავთ (თეფშებზე სროლა) სპორტინგის სერვისის დამატებას. ამ სერვისს სასტუმრო სტუმრებს სასტუმროს გარე პერიმეტრზე შესთავაზებს. კვადროციკლების ტურის დროს, სტუმრები გაისეირნებენ ტყეში და დატკბებიან ბუნების სილამაზით“, - ამბობს ირაკლი გოგლიჩიძე.
მისი ინფორმაციით, Georgia-ს Park Hotel Surami Chalet & Restaurant-ის ტერიტორიაზე არის ახალი კოტეჯი, სადაც 10 სტუმრის განთავსებაა შესაძლებელი.
შემოდგომის სეზონზე, შუა კვირის დღეებში კოტეჯის ღირებულება 500 ლარია, ხოლო შაბათ-კვირას კი ღამის თევა 600 ლარი.
ოჯახური გარემოს გარდა Park Hotel Surami Chalet & Restaurant- სტუმრებს 5 კოტეჯს, ღია თერმო აუზს, საუნას - „კასრი“ და რესტორანს სთავაზობს.
სასტუმრო კომპლექსი სურამში შუაგულ ტყეში მდებარეობს. თითო კოტეჯი გათვალისწინებულია 4 ზრდასრულ პერსონაზე. კოტეჯები სრულადაა აღჭურვილი იმ სერვისებით, რაც საჭიროა სრულფასოვანი დასვენებისთვის. რაც შეეხება რესტორან „შალეს“ აქ სტუმრებს რამდენიმე სახეობის მენიუ ელოდებათ.
სასტუმრო კომპლექსმა მუშაობა 2022 წლის 7 ივლისიდან დაიწყო. Park Hotel Surami Chalet & Restaurant-ის მფლობელის განმარტებით, კომპლექსის მშენებლობისთვის გაწეული ინვესტიციის მოცულობა 2 მლნ 235 ათას ლარს შეადგენს.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა3 საათის წინ
რამდენი მართვის მოწმობა გაიცა 2024 წლის 9 თვეში