დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პანდემიამდელ მაჩვენებლებთან შედარებით, ტურიზმიდან შემოსავლები 15%-ით გაიზრდება -  Galt & Taggart

პანდემიამდელ მაჩვენებლებთან შედარებით, ტურიზმიდან შემოსავლები 15%-ით გაიზრდება - Galt & Taggart

11-04-2023 13:00:52

2023 წელს (2019 წელთან შედარებით) Galt & Taggart-ი ქვეყანაში ტურისტული ვიზიტების 100% -იან აღდგენას პროგნოზირებს.

„ჩვენ ველოდებით ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 15%-იან წლიურ ზრდას $4 მილიარდამდე“- აცხადებენ ორგანიზაციაში.

ქვეყანაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2022 წელს სრულად აღდგა, თუმცა ზოგიერთ რეგიონში აღდგენის მაჩვენებლები 2019 წლის მონაცემებთან შედარებით ორნიშნა რიცხვებზეც კი გავიდა.

როგორც Galt & Taggart-ის ანგარიშშია აღნიშნული, 2022 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა აჭარის მაგალითზე 47%-იანი ზრდა აჩვენა, ხოლო მცხეთა-მთიანეთის მაგალითზე კი 11%-ინი. 

რაც შეეხება თბილისს აქ ზრდა 3%-ის დონეზე იყო, ხოლო სხვა რეგიონებში -16%-ი.

როგორც Galt & Taggart-ში აცხადებენ, სასტუმროებზე ნებართვების გაცემა მნიშვნელოვნად შენელდა, თუმცა შენელება უფრო აჭარის მიმართულებაზე ფიქსირდება. 

ანგარიშის თანახმად, 2019 წელს აჭარაში სასტუმროების მშენებლობისთვის გაცემული ნებართვები 484,382 კვ/მ-ზე გაიცა, ხოლო პანდემიის დაწყების შემდეგ კი კლება სახეზეა:

2020 წელი - 259,164 კვ/მ, 2021 წელი - 44,644 კვ/მ და 2022 წელი - 53,231 კვ/მ. თუმცა, 2022 წლის მაჩვენებლები 2021 წელთან შედარებით 19%-იან ზრდას აჩვენებს. 

რაც შეეხება თბილისის მონაცემებს, თბილისში სასტუმროების აშენებაზე გაცემული ნებართვების ბოლო წლების სტატისტიკა ასე გამოიყურება:

2019 წელი - 93,461 კვ/მ.

2020 წელი - 42,744 კვ/მ.

2021 წელი - 77,926 კვ/მ.

2022 წელი - 60,785 კვ/მ.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

9 წუთის წინ

30 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები