დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პაატა კვიჟინაძე საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს  შეხვდა - რა განიხილეს

პაატა კვიჟინაძე საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს  შეხვდა - რა განიხილეს

26-04-2023 15:01:09

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში სელიმ ჩაკირს შეხვდა.

შეხვედრაზე პაატა კვიჟინაძემ სელიმ ჩაკირს კომიტეტის საქმიანობის 2023 წლის პრიორიტეტები გააცნო. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, ინფლაცია, საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სსფ-თან მიმდინარე სამწლიან პროგრამაზე (Stand-By Arrangement). კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა აღნიშნული პროგრამის მნიშვნელობას ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის საქმეში.

სელიმ ჩაკირის განცხადებით, საქართველო რეგიონში გამორჩეულად მოწინავე ქვეყანაა პროგრამის შესრულების კუთხით. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ და სსფ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში სამომავლოდ აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები