დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Orion Cargo საზღვაო გადაზიდვების დამატებას გეგმავს

Orion Cargo საზღვაო გადაზიდვების დამატებას გეგმავს

24-03-2025 00:02:00

გადამზიდავი კომპანია Orion Cargo • ორიონ კარგო, რომელიც ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და დამკვეთებს მრავალფეროვან სერვისებს სთავაზობს, საზღვაო გადაზიდვების დამატებას გეგმავს. როგორც Business Insider Georgia-სთან გადამზიდავი კომპანიის დირექტორმა გურამ მღვდლიშვილმა განაცხადა, კომპანია გადაზიდვებს საჰაერო და სახმელეთო ტრანსპორტით ახორცებს, თუმცა წლის ბოლომდე Orion Cargo საზღვაო გზით ტვირთების ტრანსპორტირების სერვისის დამატებასაც განიხილავს. საზღვაო გადაზიდვებში თუ რა მიმართულებები იქნება აქტიური, ეს იმ შეკვეთებზე იქნება დამოკიდებული, რასაც კომპანია სამომავლოდ მიიღებს. 

„ჩვენი კომპანია ემსახურება როგორც ექსპორტს და იმპორტს, ასევე ტრანზიტულ ტვირთნაკადს. Orion Cargo-ს ტვირთების ტრანსპორტირებას ძირითადად საჰაერო და სახმელეთო გზებით ახდენს და კომპანიის მაგალითზე ექსპორტიც და იმპორტიც თითქმის ერთნაირ დონეზეა. 2024 წელს 2023 წელთან შედარებით ჩვენი კომპანიის საშუალო ტვირთბრუნვა 40%-ით გაიზარდა. 

ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ სწრაფ, ხარისხიან და ინდივიდუალურად მორგებულ სერვისს თითოეულ გადაზიდვაზე. ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვისას ვიცავთ ყველა საერთაშორისო სტანდარტს და მომხმარებელს ვთავაზობთ გამართულ სერვისს.

საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის დიდი ნაწილი მოდის ევროპაზე, აზიასა და აშშ-ზე. Orion Cargo-ს მეშვებით ექსპორტზე საკმაოდ სხვადასხვა სახის ტვირთები გადის, თუმცა გეტყვით, რომ რეგულარულად ვახდენთ საფოსტო ტვირთების ტრანსპორტირებას. 

რაც შეეხება იმპორტს, საიდანაც Orion cargo იმპორტს ვახორციელებთ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან, თუმცა TOP 3 მიმართულება მაინც ჩინეთი, აშშ და საფრანგეთია. ამ შემთხვევაშიც ძირითადი სატვირთო მიმართულება საფოსტო ამანათებია“ - განაცხადა Orion Cargo-ის დირექტორმა.

აღსანიშნავია, რომ Orion Cargo საჰაერო გადაზიდვების კუთხით თანამშრომლობს, როგორც უცხოურ ავიაკომპანიებთანაც, ასევე აქტიურად თანამშრომლობს ქართულ ავიაგადამზიდავებთანაც.

როგორც Orion Cargo-ში აცხადებენ,  კომპანია გამოირჩევა ავიაკომპანიებთან და სახმელეთო გადამზიდავებთან უშუალო პარტნიორობით, რაც განაპირობებს ტვირთების სწრაფ, უსაფრთხო და მომგებიანი პირობებით ტრანსპორტირებას.

კომპანია Orion Cargo ქართულ ბაზარზე 2020 წლიდან მოღვაწეობს. ამ ხნის განმავლობაში კომპანიამ არსებული გამოცდილების ფონზე სანდო პარტნიორების ქსელისა და კმაყოფილი კლიენტების უწყვეტი ნაკადის ბაზის შექმნა მოახერხა.
 

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები