2024 წელს, ჩვენი საბაზისო სცენარით, საქართველოს ეკონომიკა მოსალოდნელია 5.4%-ით გაიზარდოს, ხოლო ოპტიმისტური სცენარით 6.0%-იან ზრდას ველოდებით, - ამის შესახებ Galt & Taggart -ის კვირის მიმოხილვაშია ნათქვამი.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის დეკემბერში საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი 8.3%-მდე დაჩქარდა, წინა თვეში დაფიქსირებული 5.9%-იანი ზრდის შემდეგ. აღნიშნული ზრდა ძირითადად განაპირობა მშენებლობის, დამამუშავებელი მრეწველობის, საფინანსო საქმიანობის და ინფორმაცია & კომუნიკაციის დარგებმა.
ამასთან, რეალური ზრდა შემცირდა ენერგეტიკის და უძრავი ქონების დარგებში.
ჯამურად, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.0%-ით გაიზარდა.
ამასთან, ნომინალური მშპ წლიურად 10.2%-ით გაიზარდა და 79.7 მლრდ ლარი შეადგინა (30.3 მლრდ აშშ დოლარი), ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე წლიურად 21.5%-ით გაიზარდა 8,111 აშშ დოლარამდე.
უახლესი
3 წუთის წინ
„ჩირიფრუტი“ გაფართოებას გეგმავს1 საათის წინ
„გორგიაში“ 80%-მდე სააღდგომო ფასდაკლებები დაიწყო2 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7573 ლარი გახდა3 საათის წინ
რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა