თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეოთარ გრიგოლია დედაქალაქის მერიაში, კერძოდ თბილისის ბაგა-ბაღებში მიმდინარერეორგანიზაციის პროცესს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბაგა-ბაღებში მიმდინარე პროცესი მათიჯანსაღი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. როგორც ოთარ გრიგოლიამ განმარტა, თბილისისბაგა-ბაღები სახაზინო დაფინანსებაზე გადადის და ბევრი რამ იცვლება. საკრებულოსუმრავლესობის ლიდერმა ოპოზიციას მოუწოდა შეწყვიტონ მსგავსი თემებით მანიპულირება დამავნებლობა.
„ოპოზიცია, რომელიც დღეს ამ დარბაზში ჩვენთან ერთად უნდა იჯდეს და თავის საქმეს აკეთებდეს, ცდილობს მერიის გაჯანსაღების პროცესი ვიწრო პოლიტიკური მიზნით პარაზიტულად გამოიყენოს.თბილისის ბაგა-ბაღები სახაზინო დაფინანსებაზე გადადის, რაც ბევრ რამეს შეცვლის. შესაბამისად, მიმდინარე ოპტიმიზაცია აუცილებელია იმისათვის, რომ ბაღებმა ჯანსაღი ფუნქციონირებაგააგრძელონ. ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ იმ საკითხების პოლიტიკურად გამოყენება, რომელიც დღეს ქალაქში ქალაქისვე ინტერესების სასარგებლოდ მიმდინარეობს, არის მავნებლობა, რომელსაც ოპოზიცია უკვე წლებია ეწევა“- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
უახლესი
3 საათის წინ
როგორია 31 მარტის ამინდის პროგნოზი18 საათის წინ
სანდრო ბაზაძემ მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა1 დღის წინ
რჩევები ეზოს მოსაწყობად