დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ონლაინ რეალიზაციიდან ქსელურ მარკეტებამდე - ეკოლოგიურად სუფთა წყალი Mineral-ი, საქართველოს ქსელურ მარკეტებშია

ონლაინ რეალიზაციიდან ქსელურ მარკეტებამდე - ეკოლოგიურად სუფთა წყალი Mineral-ი, საქართველოს ქსელურ მარკეტებშია

25-10-2023 00:51:38

ინოვაციური პროდუქტი, რომლის წარმოება კომპანია MineralGroup-მა 2021 წელს დაიწყო, სუპერმარკეტების ქსელ „სპარის“ პარტნიორ მაღაზიებსა და „ვეი მარტის“ ფილიალებში შეგხვდებათ. 

MineralGroup-ის მიერ წარმოებული წყალი ორიგინალური შეფუთვით გამოირჩევა და არა ტრადიციულად ბოთლის, არამედ ჭიქის სახითაა წარმოდგენილი.

კომპანიის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ზაურ ლაცაბიძე Bussines Insider Georgia-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ MineralGroup-ი პროდუქტის რეალიზაციის გაფართოებას გეგმავს, რისთვისაც  მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.

„ჩვენ მიერ წარმოებულ პროდუქტს, ფაქტობრივად, ქართულ ბაზარზე ანალოგი არ აქვს, რამაც განაპირობა მომხმარებლების და კომპანიების მხრიდან ინტერესი. ჭიქა წყალი Mineral კომფორტული და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია, ამით ძალიან ვამაყობთ, რადგან ჩვენი პრიორიტეტი ეკოლოგიაა. სწორედ ამიტომ, შეფუთვა, რომელსაც ვიყენებთ, დაახლოებით, ბოთლის თავსახურის წონისა. დიდი გეგმები გვაქვს და მოლაპარაკებებიც აქტიურ ფაზაშია“-  აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.  

 სამომავლოდ Minrealgroup-ი  ეკომეგობრული პროდუქტის ექსპორტზე გატანას გეგმავს. 

კომპანია წყალს 200 და 250 გრამიან ჭურჭელში ასხამს, რომელიც ეკომეგობრულია, რადგანაც მასში პლასტმასის შემცველობა, ბოთლთან შედარებით, 5-ჯერ ნაკლებია. 

საწარმოში ამ დროისათვის 17-18 ადამიანია დასაქმებული. Mineralgroup-ის დამფუძნებლის თქმით, საწარმოს 1 მლნ ჭიქა წყლის წარმოება შეუძლია. 

წყალს ბორჯომის ხეობის დასაწყისში 87 მეტრიანი ჭაბურღილიდან მოიპოვებენ, ტექნიკური დამუშავებით კი, იმ გემოვნურ თვისებებს და მინერალებს უნარჩუნებენ, რაც მას ბუნებრივად აქვს.  წარმოება ევროპული სტანდარტის საწარმოში, უახლესი მანქანა-დანადგარები ხდება, რომელიც შიდა ქართლში, სოფელ ცხრამუხაში მდებარეობს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები