რუსეთის ეკონომიკაში კრიზისი დაახლოებით 2025 წლის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება, - ამის შესახებ მილიარდერმა ოლეგ დერიპასკამ კრასნოიარსკის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, 2024 წელს რუსეთში არსებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, ქვეყანაში ფული აღარ იქნება.
მსოფლიოში სიდიდით ალუმინის მესამე მწარმოებლის, RUSAL-ის ერთ-ერთმა თანამფლობელმა განაცხადა, რომ რუსეთს უცხოელი ინვესტორები სჭირდება.
„შიშით ვუყურებ იმ რესურსებს, რომლებიც გასული წლის განმავლობაში ალბათ ფუჭად დაიხარჯა. ადრე ვფიქრობდი, რომ ეს იყო მილიარდები, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ ანგარიში უკვე ტრილიონებს აღწევს. ვაკვირდები კარგი პროექტებისა და ბიზნესის ნგრევას. მხოლოდ საბაზრო ეკონომიკა, მხოლოდ კონკურენტული გარემოთი დარეგულირებული საკითხები დაეხმარება ქვეყანას...მომავალ წელს ფული აღარ იქნება“, - განაცხადა დერიპასკამ.
უახლესი
1 საათის წინ
როგორია მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის სტატისტიკა2 საათის წინ
ADB-ის ახალი პრეზიდენტი ჰყავს2 საათის წინ
კიბერრჩევები შავი პარასკევისთვის