2024 წლის ოქტომბერში ნავთობის ფასი თვიურად 1.9%-ით გაიზარდა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის ნედლეულის ბაზრის ყოველთვიურ მიმოხილვაშია აღნიშნული. ირკვევა, რომ თვის განმავლობაში ტრეიდერების ყურადღება მიმართული იყო ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის, OPEC+-ის მიწოდების ცვლილებისა და აშშ-ს არჩევნების პოტენციური შედეგებისკენ.
„ოქტომბერი ირანის მიერ ისრაელზე თავდასხმით დაიწყო, რაც ჰეზბოლას ლიდერის მკვლელობის საპასუხო შეტევა იყო. ალბათობა გაჩნდა, რომ ისრაელის პასუხი ირანის ნავთობ-ინფრასტრუქტურის დაბომბვა იქნებოდა, რაც ფასს გაზრდიდა. თუმცა, ისრეალი მხოლოდ ირანის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმით შემოიფარგლა, რაც ნაწილობრივ ბაიდენის ადმინისტრაციის წნეხით იყო განპირობებული, რათა არჩევნებამდე ნავთობის ფასის ზრდა ლიმიტირებული ყოფილიყო. რეგიონის კონფლიქტი კვლავ აქტიურია და პოტენციურ ესკალაციას შესაძლებელია ირანის ნავთობ-ინფრასტრუქტურაზე თავდასხმაც მოჰყვეს“, - განმარტავენ Galt & Taggart-ში.
აღსანიშნავია, რომ ირანის ნავთობის მიწოდების პოტენციური შეფერხება შესაძლებელია დაკომპენსირდეს OPEC+-ის სხვა მწარმოებელ ქვეყნებში წარმოების ზრდით. ბოლო ორი წლის განმავლობაში OPEC+-ის წევრებს საკუთარი წარმოების ნებაყოფლობითი შემცირება აქვთ გამოცხადებული (დღეში 2.2 მლნ ბარელი). ამ პროდუქციის ბაზარზე ეტაპობრივად დაბრუნება მიმდინარე წლის დეკემბრიდან იგეგმებოდა, თუმცა ნოემბრის შეხვედრაზე ამ ვადამ 2025 წლის იანვრამდე გადაიწია.
„ამ ეტაპზე ფასის ფუნდამენტური ფაქტორები, განსაკუთრებით კი გლობალური მოთხოვნა (მეტწილად ჩინეთის დამსახურებით) მიწოდების ზრდის წინაპირობას ვერ ქმნის. დამატებით, აშშ-ს არჩევნების შედეგი გრძელვადიან პერიოდში შესაძლოა ჩრდილოამერიკული მიწოდების ზრდაში ითარგმნოს. ტრამპის დაბრუნება ენერგეტიკის სექტორისათვის დადებითად აღიქმება მისი წინასაარჩევნო დაპირებებიდან (საგადასახადო შეღავათები და დერეგულაცია) გამომდინარე. მომავალი პრეზიდენტის განცხადებით, ის ამერიკის ნავთობ ინდუსტრიას გამოაცოცხლებს - მისცემს მათ საშუალებას გაზარდონ წარმოება დაშეანელონ განახლებად ენერგიაზე ხელოვნური გადართვა“, - აღნიშნულია Galt & Taggart-ის ანგარიშში.
უახლესი
5 წუთის წინ
მსუბუქი ავტომობილების იმპორტი მცირდება17 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7428 ლარი გახდა17 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო