ორშაბათს დილით ოქრო თითქმის 1%-ით გაძვირდა.
„დოლარის გაუფასურება და აშშ-ს ფედერალური სარეზერვო კურსის ცვლილების მოლოდინი ძვირფასი ლითონის ფასებზე ახდენს გავლენას“, - აცხადებენ ექსპერტები.
ნიუ-იორკის Comex-ის ბირჟაზე აპრილის ოქროს ფიუჩერსების ფასი $16,4 დოლარით, (0,88%-ით) გაიზარდა და ტროას უნციაზე (31,1034768 გრამი) 1883,6 დოლარი შეადგინა. ვერცხლზე მაისის ფიუჩერსები 1,47%-ით გაიზარდა და უნციაზე 20,808 აშშ დოლარი შეადგინა.
დოლარის ინდექსი (გაცვლითი კურსი აშშ-ის ექვსი სავაჭრო პარტნიორის ვალუტების კალათასთან მიმართებაში) 0,69%-ით 103,85 პუნქტამდე დაეცა.
დოლარის ღირებულების კლება დაკავშირებულია ამერიკული Silicon Valley Bank-ის (SVB) გაკოტრებასთან, რომელიც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ აშშ-ში ერთ-ერთი მსხვილი ბანკი გახდა.
უახლესი