დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ოჯახურის“ საწარმომ HACCP-ის სტანდარტი დანერგა

„ოჯახურის“ საწარმომ HACCP-ის სტანდარტი დანერგა

13-05-2024 18:00:00

HACCP-ის სტანდარტის დანერგვა საწარმოში რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. გადამზადდა საწარმოს თითოეული თანამშრომელი, მათ ჩაუტარდათ არა ერთი ტრენინგი სურსათის უვნებლობის მიმართულებით, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ქართული სანელებლების კომპანია „ოჯახურის“ წარმომადგენელმა განუცხადა. 

„საწარმოში განისაზღვრა კრიტიკული წერტილები, ამასთან იდენტიფიცირებულია ყველა სურსათისმიერი საფრთხე და მათი კონტროლისთვის დაწესებულია პრევენციული ღონისძიებები.

ფაქტს რომ ოჯახურის საწარმო, ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალურ სანელებლებს აწარმოებს და ამასთან, საწარმოში დაცულია წარმოების ყველა სტანდარტი და ნორმა, ამას უკვე შესაბამისი დოკუმენტიც ადასტურებს.

რა თქმა უნდა აქ შეჩერებას არ ვაპირებთ, ჩვენი მიზანი და შემდეგი ნაბიჯი იქნება შესაბამისი ISO სტანდარტების მოპოვება. HACCP-ის სტანდარტი კომპანია „ემბიჯი სეიფთიმ“ დაგვინერგა“, - აცხადებენ კომპანიაში.

როგორც ცნობილია, ,,ოჯახური" აწარმოებს არა მხოლოდ ცალკეული სახეობის, არამედ შერეულ სუნელებსაც, რომლებიც სხვადასხვა კერძისთვის არის განკუთვნილი. შედეგად, მომხმარებელს არ უწევს რამდენიმე სახეობის ცალ-ცალკე შეფუთვით შეძენა, რადგან კომპანიამ ისინი უკვე ერთ შეფუთვაში გააერთიანა.

ცნობისთვის, „ოჯახური“ 2010 წელს დაარსდა. საწარმოში სტაბილურად 70 ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები