დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Nvidia-ს აქციების ფასი რეკორდულ ნიშნულზეა

Nvidia-ს აქციების ფასი რეკორდულ ნიშნულზეა

15-10-2024 18:19:00

ჩიპების ამერიკული მწარმოებლის, Nvidia-ს აქციების ღირებულება 2,4%-ით გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. 

კომპანიის აქციებით ვაჭრობა დაიხურა $138.07 ნიშნულზე, ხოლო Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ $3.39 ტრილიონი შეადგინა, რითაც კომპანია Apple-ის %3.5 ტრილიონი დოლარის კაპიტალიზაციის ნიშნულს უახლოვდება.

Nvidia-ს და სხვა წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ზაფხულის ვარდნის შემდეგ, ინვესტორებმა ტექნოლოგიური სექტორიდან გასვლა ფინანსური და ინდუსტრიების სასარგებლოდ დაიწყეს.

თუმცა, ზრდა კვლავ განახლდა აშშ-ს ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ გასულ თვეში საპროცენტო განაკვეთის შემცირების წყალობით, რაც საშუალებას მისცემს მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებს კვლავ გამოჩნდნენ ბაზრის ლიდერებად. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები