დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Nvidia Corp (NVDA)-ის აქციების ფასი 5%-ით გაიზარდა

Nvidia Corp (NVDA)-ის აქციების ფასი 5%-ით გაიზარდა

05-10-2024 21:44:00

გიზიარებთ ბლოგს:  გუშინ Nvidia Corp (NVDA)-ის აქციების ფასი 5%-ით გაიზარდა, რაც Blackwell GPU ახალი თაობის ჩიპების შესახებ აღმასრულებელი დირექტორის ჯენსენ ჰუანგის კომენტარს მოჰყვა. როგორც ჰუანგმა აღნიშნა, Blackwell-ზე ძალიან დიდი მოთხოვნა ფიქსირდება. Nvidia Corp (NVDA)-ის აქციების ფასი წელს, დღემდე 149%-ით გაზრდილია, რის მიხედვითაც ის S&P 500 ინდექს ფონდში მეორე საუკეთესო აქციის პოზიციას იკავებს.


„ბლექველზე მოთხოვნა უზარმაზარია“, - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მედიასთან საუბრისას და ხაზი გაუსვა Blackwell ჩიპის წარმოების მნიშვნელობასაც.  


მისი თქმით, Nvidia Corp (NVDA) გეგმავს, ყოველწლიურად მომხმარებელს კიდევ უფრო სწრაფი და ეფექტური GPU ჩიპები მიაწოდოს.


„თუ ჩვენ შევძლებთ, წლის განმავლობაში ეფექტურობა 2-3-ჯერ გავზარდოთ, აქვე მოვახერხებთ ჩვენი მომხმარებლების შემოსავლების ზრდას და მათი ხარჯების შემცირებას“, - განმარტა ჰუანგმა და აღნიშნა, რომ კომპანია ამ შედეგის მიღწევის გზას ადგას.


კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს სრულიად ახალი გზაა და მზად არიან, მათ მიერ შემუშავებული ტექნოლოგიური სიახლეებით სარგებლობა ყველა კომპანიამ შეძლოს. 


Nvidia Corp (NVDA)-ის აქციების შეძენას შეძლებ აქ.


*გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები