პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ნული პროცენტი ოკუპაცია და ნული პროცენტი სიღარიბე - ეს არის ქართული ოცნება და ასეთია ჩვენი ოცნების საქართველო.
კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობის უმთავრესი ეროვნული ამოცანაა, მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სიღარიბის სრულად დაძლევა.
„დღეს საქართველოს 20% ოკუპირებულია და საქართველოს მოსახლეობის 15% სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობს. ჩვენ მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება ვიყოთ კმაყოფილი საკუთარი საქმიანობით და თვითკმაყოფილი საკუთარი თავით, რაც ამ ორ პროცენტულ მაჩვენებელს გავანულებთ. 0% ოკუპაცია და 0% სიღარიბე - ეს არის „ქართული ოცნება“ და ასეთია ჩვენი ოცნების საქართველო“,- აღნიშნა კობახიძემ.
უახლესი
13 საათის წინ
sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია დაიწყო13 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა13 საათის წინ
საქართველოს ავიაბაზარის TOP 5 მოთამაშე