დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნიკოლოზ ყაველაშვილი | „საქართველო უფრო მეტს დაკარგავს, თუ მსოფლიო განწყობებს არ შეუერთდება“

ნიკოლოზ ყაველაშვილი | „საქართველო უფრო მეტს დაკარგავს, თუ მსოფლიო განწყობებს არ შეუერთდება“

14-12-2022 07:48:24

სატრანზიტო პოტენციალთან დაკავშირებით საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ მსოფლიოს თავისი რესურსები შესთავაზოს, ხოლო მეორეს მხრივ საუბარია იმაზე, რომ  საქართველო სანქციებისთვის  თავის  არიდების მექანიზმად არ იქნეს გამოყენებული და თუ რა როლი უნდა ჰქონდეს საქართველოს ამ პროცესში, ამის შესახებ გიორგი აბაშიშვილის საავტორო გადაცემაში “ბიზნეს ინსაიდერი“ ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრმა, პროფესორმა ნიკოლოზ ყაველაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, საქართველომ უნდა დაიცვას სანქციები, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება ეკონომიკურად წამგებიანი იყოს. 

 

 

“საქართველომ უნდა დაიცვას სანქციები, შეიძლება  ეს ეკონომიკურად  წამგებიან იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში პოლიტიკურად  და ეკონომიკურად მომგებიანი იქნება, თუ  ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც  მოქმედებს დანარჩენი მსოფლიო. თუმცა, ალბათ იქნება  რუსეთისგან  ზეწოლა, მაგრამ  მეორე მხრიდანაც დიდი ზეწოლაა და მე მგონი საქართველო უფრო მეტს დაკარგავს, თუ ის მსოფლიო განწყობებს არ შეუერთდება, თუმცა მაქვს მოლოდინი, რომ შეუერთდება. ჩემთვის საქართველოს პოზიცია გასაგებია, რომ ამ ეტაპზე ფრთხილობს”, - აღნიშნა ნიკოლოზ ყაველაშვილმა.

 

 

ყაველაშვილმა VTB-ბანკის ქეისზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იყო საქართველოს საბანკო სისტემის სტაბილურობისთვის გადადგმული ნაბიჯი. 

 

 

“ეს იყო საქართველოსთვის  გაკეთებული   ამბავი, VTB სანქციებში აუცილებლად მოექცეოდა და მოექცა კიდევაც,  საბანკო სისტემა დომინოსავითაა,  ერთი  თუ  წაიქცა, მეორეც მიყვება და ძალიან  კარგი მოხდა, რომ ამ ბანკის აქტივების გადაწერა სხვა  ბანკზე მოხდა. 

მიუხედავად იმისა, რომ VTB რუსული ბანკია, ის მაინც საქართველოს საბანკო სისტემის ნაწილია, ამიტომ  ეს იყო  საქართველოს  საბანკო სისტემის შენარჩუნება, იმისთვის რომ ერთი ბანკი არ დავარდნილიყო და  მას მეორეც  არ გაჰყოლოდა”, - აღნიშნა ნიკოლოზ ყაველაშვილმა. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები