დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნავთობის ფასი ეცემა - მიზეზები

ნავთობის ფასი ეცემა - მიზეზები

14-02-2023 10:59:27

ნავთობის ფასი ეცემა მას შემდეგ, რაც აშშ-მ ნავთობის სტრატეგიული რეზერვების ნაწილის გაყიდვა დააანონსა. ამის შესახებ Reuters-ს წერს.

სააგენტოს ცნობით, 14 თებერვალს  Brent-ის ნავთობის ფიუჩერსები 0,8%-ით დაეცა და ბარელზე $85,90 შეადგინა, ხოლო აშშ-ის ნავთობის ფიუჩერსები ბარელზე 1,1%-ით გაიაფდა და $79,20 შეადგინა.

აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სტრატეგიული მარაგებიდან 26 მილიონ ბარელ ნავთობს გაყიდის, რაც სავარაუდოდ მარაგებს 1983 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაიყვანს.

აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი განიხილავდა ფისკალური 2023 წლის გაყიდვის გაუქმებას მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გასულ წელს რეზერვიდან რეკორდული 180 მილიონი ბარელი გაყიდა.

„მაგრამ ამ გადაწყვეტილებას კონგრესის მანდატის ცვლილება სჭირდება“, - წერს Reuters.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2023 წელს ნავთობის მსოფლიო ფასების 16,2%-ით დაცემას პროგნოზირებს. 2024 წელს ფასები კიდევ 7,1%-ით დაეცემა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები