დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნავთობიმპორტიორებმა საწვავის შემოტანა ალტერნატული ბაზრებიდან უნდა დაიწყონ -  ზაალ იაკობიძე

ნავთობიმპორტიორებმა საწვავის შემოტანა ალტერნატული ბაზრებიდან უნდა დაიწყონ - ზაალ იაკობიძე

29-09-2023 16:00:59

რუსეთიდან საწვავის მოწოდება შეჩერდა, რამაც გამოიწვია დეფიციტი. ნავთობიმპორტიორებმა ვერ მოასწრეს ალტერნატიულ ქვეყნებსა და  მომწოდებლებზე გადაწყობა. რა თქმა უნდა არ არის კოლაფსი, მაგრამ შეიქმნა ვითარება, რამაც ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასის ზრდა განაპირობა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანია „სენტა პეტროლიუმის“ მფლობელმა ზაალ იაკობიძემ განუცხადა.

ნავთობიმპოორტიორი რუსეთის ბაზრის ალტერნატივად ევროპის ქვეყნებთან ერთად თურქმენეთს განიხილავს. „ეს შეიძლება იყოს თურქმენეთი, რუმინეთი, საბერძნეთი. ეს ის ქვეყნებია, საიდანაც ხდებოდა ნავთობპროდუქტების შემოტანა ვიდრე რუსეთი მთავარი მომწოდებელი გახდებოდა“, - ამბობს ზაალ იაკობიძე.

მისივე თქმით,  „სენტა პეტროლიუმი“ ცდილობს  საწვავის შემოტანას ევროპიდან, კერძოდ, რუმინეთიდან. „დაწყებულია მოლაპარაკებები და უნდა განხორციელდეს იმპორტი“, - აღნიშნავს ნავთობიმპორტიორი კომპანიის მფლობელი.

რუსეთი, რომელიც საქართველოში ნავთობპროდუქტების მთავარი იმპორტიორია 21 სექტემბერს საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტზე დროებითი შეზღუდვები დააწესა. სექტემბრის მონაცემებით, გასული თვის იმავე პერიოდთან შედარებით, რუსეთმა ბენზინისა და დიზელის ექსპორტი 30%-ით, 1.7 მილიონ ტონამდე შეამცირა. 

„რუსეთში ბენზინისა და დიზელის დეფიციტია, რის გამოც საწვავის ფასებმა მნიშვნელოვნად მოიმატა; ეს გარკვეულწილად უკავშირდება იმას, რომ ამ ქვეყანამ ნავთობის მოპოვება შეამცირა. ბუნებრივია, რუსეთის ამ გადაწყვეტილებას საქართველოს საწვავის ბაზარზე  გავლენა ექნება, თუმცა დეფიციტი არ შეიქმნება და ნავთობიმპორტიორები სხვა ბაზრებზე გადაეწყობიან“, - ამბობს იობაშვილი.

რუსეთის გადაწყვეტილებას საქართველოს საწვავის ბაზარზე რეაქცია უკვე მოჰყვა და ქსელში რამდენიმე კომპანიამ რეგულარისა და პრემიუმის საწვავი უკვე გააძვირა. 

საქართველოში, ივლისში რუსეთიდან  91,118.32 ტონა $62,437.62 -ის ღირებულების ნავთობპროდუქტები იმპორტირდა. აგვისტოში კი იმპორტმა იკლო და 69,257.72 ტონა შეადგინა, რომლის ღირებულებაც $ 51,700.94 ათასია. 

იგივე თემაზე: 

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები