დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნატურალური წვენების ბრენდი „მაისი“ ისრაელის ბაზარზე შედის

ნატურალური წვენების ბრენდი „მაისი“ ისრაელის ბაზარზე შედის

14-10-2024 15:00:00

ნატურალური წვენების ბრენდი „მაისი“ ისრაელის ბაზარზე შედის ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ხილის ნატურალური წვენების კომპანია „მაისის“ დამფუძნებელმა თორნიკე ჩხაიძემ განუცხადა.

„რეალურად არსებობს ინტერესი ჩვენ პროდუქციაზე ისრაელის ბაზარზე. მალე გავაფორმებთ შესაბამის კონტრაქტს. დაგეგმილია შეხვედრა პარიზში. მოსალოდნელია, რომ ისრაელში თვეში ერთ კონტეინერს გავყიდით“, - ამბობს მეწარმე.

„მაისის“ ბრენდის ქვეშ ნატახტრის ქარხანაში ადგილობრივი ფერმერების პროდუქციის გადამუშავება ხდება. როგორც კომპანის დამფუძნებელი ამბობს არ იყენებენ კონსერვანტებს და პროდუქცია 100%-ით ნატურალურია. კომპანია 5 დასახელების ნატურალურ წვენს აწარმოებს. 

„მაისის“ ქარხნის წლიური წარმადობა 2,5 ათას ტონას შეადგენს, თუმცა ეს სიმძლავრე სრულად არ აქვთ ათვისებული.

„მაისის“ წვენები იყიდება ჰიპერმარკეტებსა და ჰორეკა სექტორში. საწარმოში 10 ადამიანია დასაქმებული მუდმივად, ხოლო 15 სეზონურად.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები