დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნათია თურნავა ფრანკფურტში სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს

ნათია თურნავა ფრანკფურტში სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს

19-07-2023 12:54:52

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა და ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა სამუშაო ვიზიტით ფრანკფურტში იმყოფებიან.

ვიზიტის ფარგლებში ნათია თურნავა და პაპუნა ლეჟავა დოიჩე ბანკის (Deutsche Bank), "პროკრედიტ ჰოლდინგის" (Procredit Holding) და "ფაინენს ინ მოუშენის" (Finance in Motion) წარმომადგენლებს შეხვდნენ.

"საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გარდამავალ პერიოდში საქართველოს სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ფინანსურ სტაბილურობაზეა ორიენტირებული. ამასთან, ყურადღება გავამახვილეთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო პერსპექტივებზე", - განაცხადა ნათია თურნავამ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები