დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მზარდია ინტერესი შუა დერეფნის მიმართ და ამაზე მეტყველებს ციფრებიც - გურამ გურამიშვილი

მზარდია ინტერესი შუა დერეფნის მიმართ და ამაზე მეტყველებს ციფრებიც - გურამ გურამიშვილი

22-04-2024 11:20:00

მზარდია ინტერესი შუა დერეფნის მიმართ და ამაზე მეტყველებს ციფრებიც, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

მისი განმარტებით, საქართველო ლოგისტიკურ ინდექსში საკუთარ პოზიციებს იუმჯობესებს და ასევე ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე, დერეფანში არსებული ვიწრო ადგილები გააფართოოს, რაც თავის მხრივ შუა დერეფნის გამტარუნარიანობას გაზრდის. 

„საქართველოს მიმართ ინტერესი გაზრდილია, გამომდინარე იქიდან, რომ ის განუყოფელი და ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია შუა დერეფანში. მზარდია ინტერესი შუა დერეფნის მიმართ და ამაზე მეტყველებს ციფრებიც. 2022 წელს ჩვენ გვქონდა რეკორდული ზრდა, თითქმის 20%-ით გაიზარდა შუა დერეფანში საერთაშორისო ტვირთები. ზრდის ტემპი შენარჩუნდა 2023 წელსაც, ამაზე მეტყველებს ის დინამიკა, რომელიც დღეს სექტორშია. ზოგადად ტრანსპორტის და ლოგისტიკის მიმართულებით ინვესტიციები მეტყველებენ ამაზე. როდესაც შუა დერეფნის განვითარებაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია ხაზი გავუსვათ მის ინფრასტრუქტურულ კომპონენტს. რაც გულისხმობს, რომ არ უნდა არსებობდეს დერეფანში ვიწრო ადგილები და როგორც მოგეხსენებათ, 2022 წელს ჩვენ ხელი მოვაწერეთ პარტნიორებთან ერთად, ესაა ყაზახეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი, კორიდორში არსებული ვიწრო ყელების აღმოფხვრის საგზაო მოძრაობის რუკას და 2027 წლამდე, ყველა ქვეყანამ აიღო თავის ნაწილში პასუხისმგებლობა, რომ ეს ვიწრო ადგილები აღმოფხვრილი იყოს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ლოგისტიკური სერვისების და ლოგისტიკური პროდუქტის შეთავაზება. საქართველოზე გამავალი მარშრუტი არის ერთ-ერთი მოკლე და ერთ-ერთი ეფექტური და ჩვენ მომავალშიც უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ შევთავაზოთ კლიენტებს ლოგისტიკური პროდუქტი, რაც გულისხმობს დროში მიკვლევადობის და ზოგადად ეფექტურობაში კონკურენცია გავიწიოთ სხვა მარშრუტებს. 2023 წელს საქართველომ ლოგისტიკურ ინდექსში, რომელსაც მსოფლიო ბანკის აქვეყნებს გაიუმჯობესა პოზიცია და 119-ე ადგილიდან 79-ე ადგილზე გადავიდა. ესეც მეტყველებს იმაზე, რომ ამ მხრივ საქართველოში დადებითი ძვრები და სწორი პოლიტიკა ხორციელდება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები