დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
,,მწნილების მეფის" პროდუქცია სასურსათო მაღაზიებში გაიყიდება

,,მწნილების მეფის" პროდუქცია სასურსათო მაღაზიებში გაიყიდება

06-10-2023 11:27:05

სულ ახლახან შექმნილი საწარმო ,,მწნილების მეფე“ ონლაინ გაყიდვების პარალელურად სასურსათო მაღაზიებშიც იყიდება. ამ ეტაპზე კომპანიის ასორტიმენტი ხელმისაწვდომია ,,მწვანე კალათაში" და ასევე რამდენიმე სასურსათო მაღაზიაში, ხოლო წლის ბოლომდე უკვე ქსელურ მარკეტებშიც გაიყიდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით Busiess Insider Georgia-თან შპს ,,მწნილების მეფის" დამფუძნებელი, მეწარმე ჯონდო ცერცვაძე საუბრობს.

ახალგაზრდა მეწარმე „ღია საზოგადოების ფონდი“ და „საქართველოს გაეროს ასოციაციის“ ერთობლივი პროექტის ბენეფიციარია. ამ პროექტის მხარდაჭერით მან საჭირო უნარების გაუმჯობესება და წარმოების გამართვა შეძლო.

„პირველები ვართ ბაზარზე, ვინც მომხმარებელს დაფასოებული ნივრის მწნილი შესთავაზა. გვაქვს ასევე ნივრის, კიტრის, პომიდვრის და ჯონჯოლის მწნილები, რომელიც 100%-ით ნატურალური და ჯანსაღი პროდუქტია. აქამდე ონლაინ ვყიდდით პროდუქციას, ამ ეტაპზე რამდენიმე სასურსათო მაღაზიაში შევედით თბილისში, ქუთაისსა და გორში. სამომავლოდ კი ბრენდული მაღაზიის გახსნას ვგეგმავთ. ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია და ვცდილობთ, დავხვეწოთ სტანდარტი და ევროკავშირის მოთხოვნებს შევუსაბამოთ. მანამდე ქსელურ მარკეტებში ვგეგმავთ გაყიდვებს, რაზეც სექტორთან მოლაპარაკება დაწყებულია და წლის ბოლომდე უკვე ამის შესაძლებლობაც გვექნება“, - ამბობს ჯონდო ცერცვაძე.

რაც შეეხება ფასს, 100%-ით ქართული პროდუქტი 250 და 450 გრამიანი მინის ქილებით იყიდება და ფასები საშუალოდ 4-6 ლარის ფარგლებშია.

საწარმო ,,მწნილების მეფე" გორში მდებარეობს. ახალგაზრდა მეწარმე საერთაშორისო მასშტაბზე გასვლაზეც ფიქრობს.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები