როგორც ფრანგულ კლუბში განმარტავენ, „მთის“ წყალი საქართველოში Coca-Cola-ს ფლაგმანი ბრენდია. ის სრულად განასახიერებს საქართველოს გაბედულ და გამძლე სულისკვეთებას, ამავდროულად გადმოსცემს ავთენტურობისა და ენერგიის ღირებულებებს, რომლებიც ყველასთვის ძვირფასია პარი სენ-ჟერმენისთვის. ამ პარტნიორობის საშუალებით, პარი სენ-ჟერმენი აძლიერებს თავის ვალდებულებას, შესთავაზოს ექსკლუზიური გამოცდილება თავისი გლობალური გულშემატკივრებისთვის. „მთის“ წყალთან პარტნიორობით, კლუბი ახალ ნაბიჯს დგამს მის მხარდამჭერებთან ურთიერთობაში საქართველოში, ქვეყანაში, სადაც პარი სენ-ჟერმენის მიმართ ენთუზიაზმი კვლავ იზრდება. განხორციელდება ახალი ექსკლუზიური აქტივაციები.
“მთის“ და “პარი სენ-ჟერმენი” 4 წელი ერთად. Coca-Cola Bottlers Georgia-ში აცხადებენ, იწყება 4 წლიანი მასშტაბური მნიშვნელობის პარტნიორობას წყალი “მთის“ ბრენდსა და საფეხბურთო კლუბ “პარი სენ-ჟერმენ”-ს შორის.
2024 წელს „მთის" წყლის გაყიდვები, რომელსაც კომპანია Coca-Cola Bottlers Georgia აწარმოებს, ორნიშნა მაჩვენებლით გაიზარდა. 2024 წელს 2023 წელთან მიმართებაში ბრენდს 47% ზრდა ჰქონდა, ხოლო ადგილობრივი წყლის ბაზარი დაახლოებით 7%-იანი ზრდით არის დაგეგმილი.
„მთის" წყალი მალე საექსპორტო ბაზრებზე გასასვლელადაც ემზადება და როგორც Coca-Cola Bottlers Georgia-ში აცხადებენ, მათ მიერ წარმოებული მინერალური წყალი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გაიყიდება.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ბოლოს Coca-Cola Bottlers Georgia-მ ახალ ქარხანაში „მთის" წყლის 0%-იანი ბრომატით გამოშვება დაიწყო, რომლის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონ ლარამდეა.
ადგილობრივ ბაზარზე „მთის“ წყლის წილი ერთი წლის განმავლობაში 8%-ით გაიზარდა და 33%-ი შეადგინა.
„დღეისათვის ჩვენს ბრენდს მთლიანი წყლის ბაზრის დაახლოებით 33% უჭირავს, წინა წელს აღნიშნული მაჩვენებელი 25%-ზე იყო. შესაბამისად წინა წელთან მიმართებაში ბაზრის დაახლოებით 8% მოვიპოვეთ“, - აცხადებენ კომპანიაში.
აღსანიშნავია, რომ მწარმოებელი წყლის ხარისხს დიდ ყურადღებას აქცევს და პროდუქციას თანამედროვე სტანდარტებით აწარმოებს.
„Coca-Cola Bottlers Georgia-ს მინერალური წყალი - „მთის“ წარმოება 2024 წელს სრულიად თანამედროვე მანქანა-დანადგარებით აღიჭურვა. წყლის დამუშავება არ ხდება ქიმიური ნივთიერებებით და გადის მხოლოდ ბუნებრივ და მექანიკურ ფილტრაციას, რის შედეგადაც მიღებულ იქნა ნატურალური მინერალური წყალი, რომელიც თავისუფალია ბრომატისგან და სრულად აქვს შენარჩუნებული წყლის ბუნებრივი მინერალური თვისებები, რომელიც უზრუნველყოს მის გამორჩეულ ხარისხს ბაზარზე.
პროდუქცია მოწმდება როგორც ქიმიურად, ისე მიკრობიოლოგიურად უახლესი სტანდარტებით აღჭურვილ ლაბორატორიაში“, - აცხადებენ - სრულად Coca-Cola Bottlers Georgia-ში.
უახლესი
3 საათის წინ
1 ევროს დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7865 ლარია