დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმდებარედ თიზ-ის მოწყობაზე მუშაობს

მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმდებარედ თიზ-ის მოწყობაზე მუშაობს

10-03-2025 13:13:00

მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმდებარედ თიზ-ის მოწყობაზე მუშაობს. ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განცხადება „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორმა ზურაბ სიჭინავამ გააკეთა. მისი თქმით, პორტის განვითარების პარალელურად მოხდება მომიჯნავე ინფრასტრუქტურის განვითარებაც. 

„დიახ, ნავსადგურის მიმდებარედ განვითარდება ლოგისტიკური სხვადასხვა სერვისები და ასევე მოხდება წარმოების განვითარებაც. დაგეგმილი არის და მიმდინარეობს მუშაობა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნაზე. ეს მთავრობის მეორე პრიორიტეტია პორტთან ერთად“, -  ამბობს ზურაბ სიჭინავა.

„ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორმა თიზ-ის გეგმებზე არ ისაუბრა, თუმცა თქვა, რომ მისი შექმნა წარმოებას და ლოგისტიკურ სერვისებს კიდევ უფრო მეტად განავითარებს. 

„ამ საკითხზეც მეტი დეტალების გასაჯაროებისგან თავს შევიკავებ, თუმცა პორტის მიმდებარედ განიხილება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის საკითხი, რაც რა თქმა უნდა წარმოებას და ლოჯისტიკურ სერვისებს უფრო მეტად განავითარებს“, - აღნიშნა ზურაბ სიჭინავამ. 

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები