წინ წამოვიდა სამუშაო ძალის პრობლემა, კვალიფიციური კადრები და ამ მონაცემების გაცნობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რათა სწორი აქცენტები დაისვას შემდეგი 4 წლის განვითარების გეგმაზე მუშაობისას, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ბიზნესის და პრემიერ-მინისტრის შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა. როგორც ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, თუ წლების უკან ბიზნესისთვის მთავარ პრობლემას მოთხოვნის ნაკლებობა ან ლარის კურსი წარმოადგენდა, დღეს წინა პლანზე უკვე სხვა პრობლემები წამოვიდა.
„ეს იყო პირველ რიგში გაცნობითი შეხვედრა. გაცნობა არა ფიზიკურად, რადგანაც ჩვენ ადამიანურად ყველა ერთმანეთს ძალიან კარად ვიცნობთ, არამედ იმ მონაცემების, ის სტატისტიკის, იმ გამოკითხვების, რომელიც ჩვენ წლების განმავლობაში დაგვიგროვდა. ძალიან საინტერესო მონაცემებია დინამიკაში, 2019 წლიდან დღემდე ეს არის კვარტალური მონაცემები. ამ მონაცემებით ძალიან კარგად ჩანს, წლების დინამიკაში, სად ვიყავით და სად ვართ. თუ 2029 წელს იყო პირობითად მოთხოვნის პრობლემა, როდესაც ჩვენი კომპანიები და ბიზნესები იძახდნენ, რომ ის პროდუქტი და სერვისები, რომელსაც ჩვენ ბაზრებს ვაწვდით, მასზე მოთხოვნა დაბალია, დღეს დინამიკა შეცვლილია და ის უკვე პრობლემა აღარ არის. ლარის კურსი იყო პრობლემა, დღეს უკვე დავინახეთ, რომ ლარის კურსი პრობლემა აღარ არის კომპანიებისთვის, მაგრამ ახლა წინ წამოვიდა სამუშაო ძალის პრობლემა, კვალიფიციური კადრები. ამ მონაცემების დინამიკაში გაცნობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სწორი აქცენტები დაისვას შემდეგი 4 წლის განვითარებისთვის. პრემიერმა ბრძანა, რომ სწორედ ახლა მიდის მუშაობა 4 წლიანი განვითარების გეგმაზე და ყველაზე მთავარი გზავნილი, რაც ჩვენ მივიღეთ იყო ის, რომ ვიმუშაოთ ერთად მთავრობამ და ბიზნესმა იმისთვის, რომ მაღალი ეკონომიკური განვითარების ტემპი, რომელიც 2-3 წელი გაქვს შევინარჩუნოთ და გაგრძელდეს. თუ ჩვენ გვინდა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ცხოვრების სტანდარტების დონეზე ვიყოთ 4-5 წელიწადში, სწორედ ის მაღალი 7-10%-იანი ეკონომიკური ზრდა უნდა შევინარჩუნოთ. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ბიზნესსა და მთავრობას შორის, იმიტომ, რომ ბიზნესი არის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი, შემქმნელი. კი მთავრობა, სახელმწიფო არის ინვესტორიც, მაგრამ მთავარი ინვესტორი მაინც არის ბიზნესი. აქედან გამომდინარე მასთან კონსულტაცია, რომ საინვესტიციოდ მიმზიდველი იყოს გარემო, იმისათვის, რომ საერთაშორისო ინვესტიციები მოვიზიდოთ და ჩვენ გვჭირდება ეს ინვესტიციები, აშშ-ს სჭირდება, შვეიცარიას სჭირდება, განვითარებულ ქვეყნებს სჭირდება და თან კონკურენცია მაღალია. ჩვენ ვხედავთ, რომ სადაც საპროცენტო განაკვეთები დაბალია იქ მიდის დღეს კაპიტალი და არა იმ მასშტაბით, რომელსაც ჩვენ ვისურვებდით, მოდის ჩვენთან. რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენ ვიყოთ მიმზიდველი საინვესტიციოდ, რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ ინვესტორებისთვის ჩვენ ვიყოთ რუკაზე და სულ მცირე გავაორმაგოთ 2-3 წელიწადში ეს ინვესტიციები“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
უახლესი