ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა სრეტა ტავეესინმა განაცხადა, რომ Tesla, Google და Microsoft-ი ტაილანდში $5 მილიარდის ინვესტირებას გეგმავენ. ამის შესახებ Reuters წერს.
თუმცა, ამ დრომდე არ არის დაკონკრეტებული რამდენ ხანში განხორციელდება ეს ინვესტიცია ქვეყნის ეკონომიკაში და რა მოცულობის კაპიტალს ჩადებს თითოეული კომპანია.
ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა განცხადებები გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრის შემდეგ ნიუ-იორკში გააკეთა.
„ტესლა შეისწავლის ელექტრო მანქანების წარმოების შესაძლებლობას, Microsoft-ი და Google განიხილავენ იქ მონაცემთა ცენტრების განთავსების შესაძლებლობას“, - თქვა პოლიტიკოსმა.
უახლესი