მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა 2023 წლის პირველ კვარტალში რეკორდული 228 ტონა ოქრო შეიძინეს.
ამის შესახებ ნათქვამია ოქროს მსოფლიო საბჭოს (WGC) ანგარიშში.
შესყიდვების მოცულობა 34%-ით აღემატება პირველი კვარტლის წინა რეკორდს, რომელიც 2013 წელს დაფიქსირდა.
სინგაპურის ვალუტის მარეგულირებელი ორგანო (MAS), 2023 წლის პირველ კვარტალში ოქროს ყველაზე დიდი მყიდველი გახდა და ძვირფასი მეტალის მარაგი 69 ტონით შეავსო, რაც გასული წლის ივნისის მაჩვენებელზე 45%-ით მეტია.
მეორე ადგილზეა ჩინეთის სახალხო ბანკი, რომელმაც პირველ კვარტალში 58 ტონა ოქრო შეისყიდა.
პირველ სამეულს ხურავს თურქეთი, რომელმაც 2023 წლის პირველ სამ თვეში 30 ტონა ოქრო შეიძინა.
უახლესი