სადაზღვევო კომპანიებმა მთელ მსოფლიოში 2022 წელს 5,6 ტრილიონ ევროზე მეტი პრემია მოიზიდეს სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონებისა და უბედური შემთხვევის დაზღვევიდან (P&C) და ახალი რეკორდი დაამყარეს.
ამის შესახებ გერმანული მზღვეველი კომპანია Allianz-ის მიმოხილვაშია საუბარი.
ეს თანხა კი 4,9%-ით მეტია 2021 წელს მოზიდულ პრემიასთან. ამასთან, გასულ წელს გლობალურმა ინფლაციამ 8,6% შეადგინა.
სიცოცხლის დაზღვევის სექტორში პრემიის ზრდამ 2022 წელს 2,4% (2,6 ტრილიონ ევრომდე) შეადგინა, ჯანმრთელობის დაზღვევა - 4,9% -ის (1,1 ტრილიონ ევრომდე) გაიზარდა, ხოლო P&C - 8,7%-ით (1,8 ტრილიონ ევრომდე).
იმავდროულად, სამივე სეგმენტის აღდგენა დიდწილად უზრუნველყო შეერთებულმა შტატებმა, ხოლო დასავლეთ ევროპასა და აზიის ბევრ ნაწილში, მაგალითად, „სიცოცხლის დაზღვევის ბაზრის დინამიკა არ იყო იმედისმომცემი", - ნათქვამია მოხსენებაში.
Allianz-ის პროგნოზით, საშუალოდ, გლობალური სადაზღვევო პრემიები, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, წლიურად 5.2%-ით გაიზრდება. სიცოცხლის დაზღვევის სეგმენტის ჩათვლით მოსალოდნელია 4,7%-იანი ზრდა, სამედიცინო დაზღვევა - 6,7%-ით, ხოლო P&C - 5%-ით. გაიზრდება.
უახლესი
6 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე8 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა8 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს8 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი 7-თვიან მაქსიმუმზეა